x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
თაფლიჭამია
image


თუ გული გულობს, ზომა–წონას მნიშვნელობა არ აქვს. ამის საუკეთესო მაგალითია თაფლიჭამია (Медоед) - ცხოველთა სამყაროს "ჯეკ მფატრავი". არსება, რომელსაც "ბუნების ბერსერკერს" უწოდებენ. არსება, რომელიც გინესის წიგნშია შესული, როგორც პლანეტის ყველაზე უშიშარი ბინადარი. მას შეუძლია ერთდროულად 6 ლომს დაესხას თავს, სამეფო კობრას გამოუდგეს და შეჭამოს, წაართვას ნადავლი მგლების ხროვას.


მისი სხეულის სიგრძე 70 სანტიმეტრს არ აღემატება, ხოლო წონა 15 კილოგრამს. მას არ აქვს შიშის გრძნობა და მას ყველა ერიდება, რადგან მის ბასრ კბილებს შეუძლიათ დაამტვრიონ ყველაზე მსხვილი ძვალი, მის ბასრ ბრჭყალებს კი შეუძლია დაფლითოს ყველაზე სქელი ტყავი. იგი თავს ესხმის ველური ფუტკრების სკას თაფლის მოსაპარად. ფუტკრები მას კბენენ, მაგრამ თაფლიჭამიას იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული მათი შხამის მიმართ. იგი თავს ესხმის მსოფლიოში ყველაზე შხამიან სამეფო კობრასაც კი (რომლის ერთ ნაკბენში იმდენი შხამია, რომ 20 ადამიანის მოსაკლავად არის საკმარისი) კობრა ხშირად ასწრებს მის რამდენჯერმე კბენას, მაგრამ ამის მიუხედავად თაფლიჭამია მას გლეჯს... შემდეგ აგონიებს განიცდის, კომაში ვარდება. რამდენიმე საათის შემდეგ კი აზრზე მოდის და გველს ჭამს.


აფრიკაში იგი ხშირად ესხმის თავს გიგანტურ აფრიკულ კამეჩებს, რომლებთანაც ერთი ერთზე დაპირისპირებას როგორც წესი, ლომებიც ერიდებიან. ის კამეჩს კასტრაციას უკეთებს, შემდეგ მშვიდად ელოდება, თუ როდის დაიცლება მსხვერპლი სისხლისაგან. ლომზე თავდასხმისას იგი შეიძლება დაიღუპოს, მაგრამ იმდენად მძაფრ წინააღმდეგობას უწევს ლომს (თხრის მას თვალებს, აჭამს ცხვირს და ასე შემდეგ) რომ ლომები თაფლიჭამიასთან დაპირისპირებას ერიდებიან.



image


თაფლიჭამია, რომლის გავრცელების არეალი საკმაოდ ფართოა, ხშირად ესხმის თავს დათვებსა და მგლებს, ართმევს რა მათ საკვებს. მისი სისასტიკის, შეუპოვრობის, გონიერების წყალობით მას ბუნებაში მტერი არ ჰყავს, რადგან მასთან დაპირისპირებას ყველა ერიდება.

0
372
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0