x
მეტი
  • 15.11.2019
  • სტატია:96591
  • ვიდეო:343685
  • სურათი:458480
ამერიკელმა მოდელმა 50 ათასი ევრო დახარჯა,რომ მულტფილმის პერსონაჟს დამსგავსებოდა
image

ლინდი ლი ნუნციატომ(Lindi Lee Nunziato)ფლორიდიდან ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ ერთი პატარა ჩვეულებრივი გოგონადან გადაიქცეოდა მაცდურ ლამაზმანად, ისეთი, როგორც ანიმაციური ფილმის პერსონაჟი ჯესიკა რებიტია, გარი ვულფის დეტექტურ-ფანტასტიკური რომანიდან კურდღელი როჯერსის შესახებ.

image

ლინდი ბავშვობიდანვე ოცნებობდა ჰქონოდა საუცხოო ფიგურა, რაც მალევე რეალურად აიხდინა.


imageფოტოზე:ასე გამოიყურებოდა ლინდი ოპერაციამდე



"პირველი ოპერაცია გავიკეთე, როდესაც 19 წლის ვიყავი, ბავშვობიდანვე მსურდა მქონოდა ძალიან დიდი მკერდი, ამაში ყველაფერში ვადანაშაულებ ჯესიკა რებიტს"-აღნიშნა ლინდიმ.

image

ამჟამად ლინდი 31 წლისაა, ამ დროისთვის მას ოპერაციებზე დახარჯული აქვს 50 000 ევრო, იმისთვის, რომ "ჯესიკა რებიტად" ქცეულიყო, მათ შორის სამჯერ გაიდიდა მკერდი.

image

ამასთანავე ლინდი აღნიშნავს, რომ მასში საუკეთესო რაც არის, ეს არის თვალები და უარყოფს, რომ პლასტიკის დახმარებით შეიცვალა სახის ფორმა.

image

ლინდი ლი ნუნციატოს ტრანსფორმაციას ნამდვილად უკვალოდ არ ჩაუვლია, ამერიკელ ქალს ამჟამად 1, 4 მილიონი ხელისმომწერი ჰყავს სოციალურ ქსელში, თუმცა იგი ჯერჯერობით მეგობარი მამაკაცის გარეშეა.

image


"ყოველ დღე მთავაზობენ ხელს, ჩემი ხელისმომწერები გამუდმებით მეუბნებიან კომპლიმენტებს, ისინი ძალზე კეთილები არიან, მჩუქნიან ყვავილებს, საჩუქრებს, უკვეთავენ საჭმელს...ჯერ არ მყავს მეორე ნახევარი, მაგრამ როდესაც მეყოლება მოუწევს მას მიიღოს ჩემი ცხოვრების წესი"

image

image


2
135
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
135
  
18 სექტემბერი, 16:36
მე მგომი, თავი დაიმახინჯა (: ტვინზე რომ კეთდებოდეს ოპერაციები, ჭჯუის დასამატებლად, კარგი იქნებოდა
0 1 2