x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მეკობრე

image


კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მეკობრე ინგლისელი ბართლომეო რობერტსი იყო (1682_1722). მან ყველაზე მეტი - 400 გემი გაძარცვა. მასვე ეკუთვნის სიტყვები: "ნამდვილმა მამაკაცმა ხანმოკლე, მაგრამ მხიარული ცხოვრებით უნდა იცხოვროს". მან ერთიც მოახერხა და მეორეც.


რობერტს თავის გემზე რკინის დისციპლინა ჰქონდა: არანაირი ლოთობა, მუდმივი ვარჯიში და დაძინება საღამოს 8 საათზე. დაუმარცხებელი მეკობრე მისმა ეკიპაჟმა დაღუპა - ერთ ერთი თავდასხმისას ვისკით სავსე ხომალდი ჩაიგდეს ხელთ და რობერტსის მთელი ეკიპაჟი სასტიკად დათვრა, სწორედ ამ დროს გამოჩნდა "ზღვათა მბრძანებლის" - ინგლისის სამხედრო საზღვაო ფლოტი.


რობერტსმა სცადა ეკიპაჟის აზრზე მოყვანა, მაგრამ უშედეგოდ. მამაცი კაპიტანი გემბანზე ავიდა. ინგლისელებმა კაპიტულაცია შესთავაზეს, მაგრამ რობერტსმა ქვემეხიდან ინგლისელთა გემების მიმართულებით ერთადერთი გასროლა მოახდინა, შემდეგ დაჯდა და გააბოლა. ინგლისელთა საპასუხო ცეცხლმა იგი სასიკვდილოდ დაჭრა... ეკიპაჟის რამდენიმე წევრმა მოახერხა, რომ კაპიტნის უკანასკნელი ნება შეესრულებინათ: გარდაცვლილის ნეშტიც კი არ ჩაეგდოთ მტრის ხელში! მის გვამს ჯაჭვები, ქვემეხის ჭურვი და იარაღი დაკიდეს და ზღვაში ჩაუშვეს.

0
251
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0