x
მეტი
  • 20.10.2019
  • სტატია:95764
  • ვიდეო:343124
  • სურათი:457721
"რას გვერჩოდი ქალბატონო პრეზიდენტო რას?თქვენი გულისთვის ავიტანეთ ათასი უბედურება"

image
ჟურნალისტი ნინო ჯღაკავა სოციალურ ქსელში პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს ეხმაურება, რომლის თანახმად ისტორიკოს გოგი ოთხმეზურის შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ღამბაშიძე შეწყალების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლდა.


როგორც ჯღარკავა წერს, ხალხს თუ აევსება მოთმინების ფიალა, პასუხს აუიცლებლად მოსთხოვენ პრეზიდენტს.


"რას გვერჩოდი ქალბატონო პრეზიდენტო რას?თქვენი გულისთვის შემოვიხიეთ ტანზე, ავიტანეთ ბულინგი, ცილისწამება, ტროლების შემოსევები, მუქარები, გინება, ათასი უბედურება, ნერვები შევწირეთ, დრო, ენერგია და ძლივს ძლივობით აგირჩიეთ, მერეც გაპატიეთ ინაუგურაციაზე გაურკვეველი ტიპების მიწვევა, მერეც “გაგიპრავეთ“ რაღაცეები, დავხუჭეთ თვალი, ისევ გიცავდით, ისევ ვითმენდით და ბოდიში ახლა რომ მკვლელების ძებნილების შეწყალებები ვერ მოგითმინეთ, ჩვენ ნაცებივით მონები კი არ ვართ, რასაც მიშა დაიყივლებდა და ცხვრებივით აყვებოდა მრევლი, ჩვენ გატანაც ვიცით, ერთგულებაც და თუ ამოგვასხა მოთმინების ფიალამ მერე პასუხის მოთხოვნაც, ხოდა მოვითხოვოთ იმ პასუხს !"


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მორიგ სკანდალში გაეხვა.


ზურაბიშვილმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.


ფაქტს ადმინისტრაცია სამი კვირის განმავლობაში მალავდა. მკვლელის გათავისუფლების შესახებ არაფერი იცოდნენ მოკლულის ოჯახის წევრებმა. ამ დრომდე უცნობია, რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა პრეზიდენტმა მკვლელის შეწყალების დროს.


პროფესორ გოგი ოთხმეზურის შვილის, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძე ბოლო 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. საბოლოოდ მისი დაკავება მოხერხდა თუმცა საპატიმრო წელიწადნახევრის შემდეგ დატოვა.


დავით ოთხმეზური 2004 წელს პეკინის და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მოკლეს.


უზენაესმა სასამართლომ ასლან ბეჟანიძე დავით ოთხმეზურის მკვლელობაში დამნაშავედ გასულ წელს ცნო და მას 9 წლისთ ავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


ამავე თემაზე:

"ქალბატონო პრეზიდენტო გიორგი ოთხმეზურს გაუკეთეთ ეს? შვილი მეორედ მოუკალით?"

0
235
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0