x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ზურაბიშვილი არის უვარგისი ადამიანი და... " - გიორგი ოთხმეზური სალომე ზურაბიშვილზე

image


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 35 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის, ასევე ისტორიკოსს გიორგი ოთხმეზურის 18 წლის შვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძეც მოხვდა. ზურაბიშვილის მიერ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისტორიკოსი, პირველად, ცოტა ხნის წინ, შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა:"ამ საკითხზე ინტერვიუს არ ვიძლევი, თუმცა ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ სალომე ზურაბიშვილი არის უვარგისი ადამიანი და მეტის თქმას არ ვაპირებ" - განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა. შეგახსენებთ, რომ დავით ოთხმეზური თბილისში, პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს. ასლან ბეჟანიძე 12 წლიანი ძებნის შემდეგ, 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" კანონის გათვალისწინებით, კი მას საბოლოოდ სასჯელის ზომად 6 წელი და 9 თვე განესაზღვრა.



0
283
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
283