x
მეტი
  • 14.11.2019
  • სტატია:96535
  • ვიდეო:343670
  • სურათი:458422
მე მივდივარ იქ, სადაც შვხვდები ღმერთს, ანგელოზებს, იმ კეთილ ადამიანებს, რომლებიც აქ არასოდეს მინახავს“- სერიული მკვლელის ბოლო სიტყვები

image
"მე სერიული მკვლელი ვარ, მე კიდევ მოვკლავდი."- აილინ ვუორნოსი.


მისი როლის განსახიერებისთვის ცნობილმა სამხრეთ აფრიკელმა მსახიობმა, შარლიზ ტერონმა კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო – ოსკარი მიიღო


. აილინი 1956 წელს მიჩიგანის შტატის ქალაქ როჩესტერში დაიბადა. დედა ალკოჰოლზე დამოკიდებული ჰყავდა, მამა კი – პედოფილი. მას შემდეგ, რაც სოციალურმა სამსახურმა აილინის და მისი მცირეწლოვანი ძმის – ქეითის გაშვილება გადაწყვიტა, მათზე მეურვეობა დედის მშობლებმა აიღეს, თუმცა არც ისინი აღმოჩნდნენ სამაგალითო აღმზრდელები. აილინს და მის ძმას ხშირად უწევდათ მათგან როგორც ფიზიკური, ასევე სექსუალური შეურაცხყოფის მოთმენა.

14 წლის ასაკში აილინი დაორსულდა. ახალშობილი უმალვე გააშვილეს, რადგანაც დედას მძიმე ფსიქიკური აშლილობა შეენიშნებოდა, რომელიც პერიოდულად მჟღავნდებოდა.


image

15 წლის იყო, როდესაც სახლიდან წავიდა. ფლორიდაში დაბინავდა. უმეტესად ქუჩაში ცხოვრობდა, თავს კი პროსტიტუციით და წვრილ–წვრილი ძარცვებით ირჩენდა.


20 წლის ასაკში მასზე 50 წლით უფროსი, ცნობილი იახტის კლუბის პრეზიდენტი ლიუ გრათც ფელი გაიცნო. შეიძინა ყველაფერი, რაც კი ამდენი ხნის მანძილზე აკლდა, სიყვარული, სითბო, ქონებაც კი, მაგრამ მათმა ქორწინებამ მხოლოდ 9 კვირას გასტანა.


1979 წელს, გეი ბარში უცნობი კაცისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 1 წლით გაასამართლეს. 1980 წელს იმავე გეი ბარში გაიცნო ადამიანი, რომელიც მომდევნო 4 წლის მანძილზე მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდა. ეს იყო ქალი ტაირა მური. ფლორიდის შტატში ერთ–ერთი ყველაზე შეძლებული და წარმატებული ოჯახის შვილი. ისინი ერთად ცხოვრობდნენ, აილინი მეძავად მუშაობდა და ქირასაც ასე იხდიდა. ის ემოციური და ქაოსური იყო, მური კი – დინჯი და გაწონასწორებული, მას უყვარდა აილინი, მაგრამ მისი ცხოვრების წესი მისთვის მიუღებელი იყო. სწორედ მისი მეშვეობით მიაგნო საბოლოოდ პოლიციამ აილინ ვუორნერს.

„მე ვკლავ იმისთვის, რომ მძულს სიცოცხლე, მე ვკლავ იმათ, ვინც სიამოვნებით მომკლავდა მე“. აილინმა შვიდი ადამიანი მოკლა, მისი თქმით, ის მხოლოდ იმ ადამიანებს ხოცავდა, რომლებიც ძალადობდნენ მასზე.


„მე მოვკალი კაცები, რომლებსაც სურდათ ჩემი გაუპატიურება. მე ვარ ის, ვისზეც ძალა იხმარეს, შეურაცხყეს და მიწასთან გაასწორეს. ჩემზე გადაიღეს ფილმები და დაწერეს წიგნები, შექმნეს სტიკერები და სიმღერები და თქვენ კი სიკვდილით გინდათ დამსაჯოთ“?!, – განაცხადა აილინმა ცნობილ ჟურნალისტ ნიკ ბრუნფილდთან ინტერვიუში სიკვდილით დასჯამდე 1 დღით ადრე.


2002 წლის 8 ოქტომბერს ის ფლორიდის შტატში სასიკვდილო ინექციით გარდაიცვალა. მისი ბოლო სიტყვები კი იყო: „მე მივდივარ იქ, სადაც შვხვდები ღმერთს, ანგელოზებს, იმ კეთილ ადამიანებს, რომლებიც აქ არასოდეს მინახავს“. აილინის სიკვდილით დასჯის შემდეგ მისი პერსონაჟი განასახიერა ცნობილმა მსახიობმა, შარლიზ სტერონმა.

0
203
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0