x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
სესილია თაყაიშვილი- ჩანახატები წიგნიდან "საფიჩხიელი პაგანინი"

image
17 სექტემბერს, ქალბატონ სესილიას დაბადების დღეა.გთავაზობთ, ჩანახატებს წიგნიდან "საფიჩხიელი პაგანინი."


ქალბატონი სესილია სავარძელში ზის, ძილი არ ეკარება. ოდნავ განათებული ოთახი. კედელზე ხატივით ჰკიდია დედი სსურათი - სანდომიანი სახე, შუაზე გაყოფილი თმა.

-როგორ მაკლიხარ და მენატრები. გულღია ქალი იყავი! რამდენჯერ ჩაგხუტებივარ მკერდში. მამშვიდებდი.მასწავლიდი, როგორ მოვრეოდი წუხილს...უფროსი ძმის ომში დაღუპვას არ გიმხელდით. შენ კი რაღაცას გრძნობდი, უმცროსი აკაკი, მშვიდი იყო. შენ გგავდა. მე კი სულ არ გგავარ! მოუსვენარი ვარ, ნერვიული, ძალა აღარ მაქვს გავუმკლავდე უსიამოვნებას, ფიქრებს, შიშს. სიგარეტს სიგარეტზე ვეწევი. ყველაფერი მაწუხებს.
მგრძნობიარე ხარო, წუხდი. ძნელი ყოფილა ცხოვრება. რამდენი რამის გაკეთებას ვაპირებდი. ვერ ვასწრებ, მგონი. ოჯახმა წაიღო ენერგია. ჩრდილში ყოფნა მერჩია, რა ვქნა, სხვანაირად არ შემეძლო. ვსწავლობდი, მიჭირდა, ვიბრძოდი, ღიმილით ვუმკლავდებოდი ცხოვრებას. სესილიას იუმორიო - ასე ამბობენ, ეს შენი წყალობაა, ამაში შენ გგავარ!

შენ ისევ ძველებურად მამშვიდებ...

სავარძლიდან დგება, დედის სურათს უახლოვდება, თვალებით ეფერება და თავისთვის ჩურჩულებს:

-დავიღალე, დედა დავიღალე....

ჩვეულებად ჰქონდა ღამით დედასთან საუბარი.
XXX
- სად დამეკარგე?

- ოჯახი, სამსახური...ხომ მოგეხსენებათ!

- კარგი, კარგი. რა დატენილია ეს სიგარეტი!- გვერდზე მოისროლა.

- ბევრს ეწევით!

- შემოდი!

ქალბატონმა სესილიამ გაზეთი მომაწოდა.

- ნახე სიონი. რა დიდებულია, ნარიყალა უნდათ აღადგინონ თურმე, ხომ არ გავისეირნოთ ძველ თბილისში?

სიონთან გარინდული იდგა. ნარიყალას გახედა, მეტეხს, მერე იქვე მოფუსფუსე მშენებლებს შეავლო თვალი. უცებ მომიტრიალდა და მკითხა:

- შენ ვასო გოძიაშვილი გინახავს ესტრადაზე, მოგისმენია მისთვის?-“რად მიყვარხარ?, ბემურაზი ვიყო, თუ ვიცოდე!” ჩაილაპარაკა ვასო გოძიაშვილის ხმით.

- როგორ მოეწონებოდა ძველი თბილისი!
XXX

- გთხოვთ ქალბატონო სესილია!

- არაფრით არ ჩავჯდები, შორს მივდივარ, ტაქსი მირჩევნია!

- ძალიან რომ გთხოვოთ?!

- კარგი, ნუ მოიკლავ თავს!

-სად გნებავთ?

-ახლობელი გარდამეცვალა, იმ უბედურს, მეგონა, სახლიდან გამოასვენებდნენ.თურმე, სადღაც კლუბში წაუღიათ. გასვენების სპექტაკლად გადაქცევა რა მოსაწონია! იტყვი და სესილია ახირებული ქალიაო!
0
99
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0