x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რუსთავში ცხვირის ოპერაციის დაწყებამდე 19 წლის გოგონა გარდაიცვალა
image


რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის გოგო ოპერაციის დაწყების წინ გარდაიცვალა. ინფორმაციას info Rustavi-ი ავრცელებს.



როგორც ცნობილი გახდა, ახალგაზრდა გოგონა ცხვირის ოპერაციის გაკეთებას აპირებდა. ოპერაციის დაწყების წინ გოგოს ოპერაციისთვის მოსამზადებელი შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა, გაუკეთდა ანესტეზია, რამაც გამოიწვია ანაფილაქსიური შოკი, ექიმების 10 საათიანი ბრძოლის მიუხედავად გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.


სააავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძე აცხადებს, რომ ანესთეზიის წინ გოგონას გაუკეთდა სინჯი, თუმცა ანესთეზიის შეყვანისთანავე განვითარდა მძიმე ანაფილაქსიური შოკი.


" წინასწარ სინჯი რა თქმა უნდა, გაკეთდა. ოჯახის წევრებმაც იციან, რომ გაკეთდა. ნახეს თვითონაც, რომ არაფერზე რეაქცია არ ჰქონდა. სინჯის შედეგებს ვაჩვენებთ ხოლმე ყოველთვის ოჯახის წევრებს.არ არსებობს გარანტია, რომ შოკი არ განვითარდება. ამის გარანტია რომ არსებობდეს, ეს დაავადება არ იარსებებს საერთოდ. მე ექიმის გადაცდომას ვერ ვხედავ. დიდხანს გაგრძელდა რეანიმაცია, შედეგიც იყო შუალედში, მაგრამ ვეღარ გაუძლო ორგანიზმმა და საბოლოოდ გული გაჩერდა. უშუალოდ ნოვოკაინის შეყვანაზე დაეწყო შოკი. პირდაპირ ნემსის შეყვანისთანავე დაიწყო ეს ამბავი. პირველივე წვეთიდან. დაახლოებით 10 საათის განმავლობაში გაგრძელდა ეს ვითარება".



თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებენ გოგონას ახლობლები:



"სიცილით მოვიდა..ექიმი მეუბნება ყველანაირად ჯანმრთელი ხარო, შევიდა, სინჯი აუღეს ბავშვს, გაუწითლდა, მაგრამ მაინც გაუკეეთეს ნარკოზი..ორ წამში მისცა რეაქცია, სალაყაია ძალიან მძიმედ არისო".


გარდაცვლილის შეყვარებულიც ადასტურებს, რომ გოგონას ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემები არ ჰქონდა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.



1
60
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
60
  
2019, 2 ოქტომბერი, 2:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1