x
მეტი
  • 20.11.2019
  • სტატია:96716
  • ვიდეო:343725
  • სურათი:458602
რა ბედი ეწია "გოგონა-მაუგლის", რომელიც ძაღლთან ერთად ცხოვრობდა
image

ალბათ უმეტეს თქვენგანს ახსოვს 90-იანი წლების დასაწყისში "გოგონა-მაუგლის" ამბავი, რომელსაც მთელს საბჭოთა კავშირში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა, მასზე ლაპარაკობდა ტელევიზია, პრესა და ერთდროულად გაოცებული და აღშფოთებული საზოგადოება.8 წლის გოგონა - ოქსანა მალაია ძაღლივით ოთხ ფეხზე დარბოდა, ყეფდა, ყმუოდა, იღრინებოდა და იკბინებოდა კიდეც.


ოქსანა მალაია 1983 წელს დაიბადა სოფელ ნოვაია ბლაგოვეშენკაში (ხერსონის ოლქი, უკრაინა), მიუხედავად იმისა, რომ გოგონას მშობლები ქრონიკული ალკოჰოლიკები იყვნენ, ახალდაბადებულ გოგონას ჯანმრთელობის მხრივ რაიმე ნიშანდობლივი გადახრები არ ჰქონდა, მოგვიანებით სპეციალისტების განცხადებით, გოგონა ნორმალურ გარემოში რომ გაზრდილიყო, მიეღო შესაბამისი აღზრდა და განათლება, სავსებით ნორმალურ ადამიანად ჩამოყალიბდებოდა.მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ოქსანას ოჯახიდან არაფერი მიუღია.უფრო მეტიც, 2 წლის ასაკიდან მის ლოთ მშობლებს ქუჩაში სრულიად უპატრონოდ, ბედის ანაბარა ჰყავდათ გოგონა მიგდებული.


პატარა გოგონა სითბოს და სიმყუდროვის ძებნაში, იქვე ეზოში ძაღლის ფარდულში შეძვრა და ჩაიძინა.


ასე დაიწყო ოქსანას და ქუჩის ძაღლის, სახელად ნაიდას ერთად ცხოვრება, რომელიც 6 წელიწადი გაგრძელდა, გოგონას სახლში დაბრუნების ყოველი მცდელობა მთავრდებოდა გალეშილი მამის მხრიდან ფეხსაცმლის სროლით, თანდათან ოქსანა შეეგუა ბედს, იგი არა მარტო ნაიდასთან ერთად თავშესაფარს იყოფდა, არამედ მასთან ერთად ჭამდა სალაფავს, რომელსაც ძაღლს უყრიდნენ, თანდათან გოგონამ ძაღლის ჩვევები გადაიღო:დადიოდა ოთხზე, ყეფდა, იღრინებოდა, იკბინებოდა და ძაღლივით, რწყილებსაც კბილით იჭერდა.

image

სწორედ ასეთ მდგომარეობაში აღმოაჩინეს ერთ დღესაც ბავშვი სამეურვეო საბჭოს თანამშრომლებმა.


ბავშვი ოდესის სკოლა-ინტერნატში გადაიყვანეს, აღმზრდელები შოკში იყვნენ, პრაქტიკაში ასეთი რამ მათ არც არასდროს შეხვედრიათ და დაბნეულებიც იყვნენ, არ იცოდნენ, რა ექნათ და როგორ დაეწყოთ გოგონას ხელახალი აღზრდა.

image

გოგონას ასწავლეს, რომ საწოლში უნდა დაეძინა და არა იატაკზე, ასწავლეს კოვზის ხმარება, შხაპის მიღება, პირსახოცის და საყოფაცხოვრებო ნითების ხმარება, რაც ყველაზე რთული იყო, გოგონამ არ იცოდა ლაპარაკი, თუმცა ესმოდა ადამიანის საუბარი და შეეძლო პასუხი ორი ფრაზით: " კი" და "არა".სწორედ ამიტომაც, სპეციალიტებმა ივარაუდეს, რომ გოგონას ამ 6 წლის განმავლობაში ჰქონდა ადამიანებთან კონტაქტი. საოცარია, ამ ხნის განმავლობაში თანასოფლელების მხრიდან ასეთი გულგრილობა, როგორ ერთმა ადამიანმა არ ატეხა განგაში და შესაბამის ორგანოებს არ მიმართა.

image

სრულწლოვანების მიღწევამდე ცხოვრობდა ოქსანა ოდესის სკოლა-ინტერნატში, პერსონალის ძალისხმევით გოგონამ ისწავლა ლაპარაკი, წერა-კითხვა და თვლა, თუმცა თავად ოქსანას თქმით, ბოლომდე ვერ გათავისუფლდა ძაღლური ჩვევებისგან, მაგალითად, ძლიერი ემოციური აღგზნების დროს( თუ გააბრაზებდნენ) ოქსანას ამ დროს შეიძლება დაეყეფა და ვინმესთვის ეკბინა კიდეც.


სკოლა-ინტერნატში სწავლის დასრულების შემდეგ გოგონას სახლში დაბრუნება სურდა, თუმცა მამა მისი მიღების წინააღმდეგი იყო, ამის შემდეგ ოქსანა დასახლდა ფსიქონევროლოგიურ ინტერნატში, რომელიც ოდესის მახლობლად, სოფელ ბარაბოიში მდებარეობს.


ამჟამად ოქსანა 35 წლისაა და იქ ცხენებს და ძროხებს უვლის. მას საქმროც კი გამოუჩნდა ყაზანიდან, სახელად ფედორი, თუმცა ოქსანამ იგი დაიწუნა სიმაღლის გამო.

image

0
602
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
602
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0