x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გრიპის ახალმა სახეობამ შესაძლოა 36 საათში 80 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს
image

“მსოფლიო რისკის წინაშე" ნაშრომია, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უძლიერესი ექსპერტების მიერ იქნა შემუშავებული და რომელშიც აღნიშნულია, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს გრიპის ახალი სახეობის გავრცელების მასშტაბები და მოახდინოს პრევენცია.


ახალი გრიპის კვლევას ხელმძღვანელობენ ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი Gro Harlem Brundtland და Alhadj As Sy წითელი ჯვრის გენერალური მდივანი.


მათ აღნიშნეს, რომ წინა წლის რეკომენდაციები უგულვებელყო სახელისუფლო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა, თუმცა ამჟამად გრიპის გავრცელების არეალი ბევრად გაიზრდება და მისმა მოდებამ შესაძლოა 36 საათში 50 მილიონიდან 80 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლოს.



კვლევის თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თვითმფრინავში ამსვლელ ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, რათა მათ დაავადების გადატანას ხელი არ შეუწყონ. ამის მაგალითად დასახელებულია 2018 წელს ესპანური გრიპის გავრცელებისგან მიყენებული ზიანი და შედეგები.

image

კვლევაში წარმოდგენილია რუკები, სადაც დაავადებები შესაძლოა გავრცელდეს. დაავადებათა სახეობები ორ ნაწილად არის გაყოფილი, კერძოდ, ერთი ნაწილი ახლად წარმოქმინილი დაავადებებია, ხოლო მეორე ნაწილი კვლავ განახლებულ/ხელახლა აღმოცენებულ ისეთ ვირუსებს მოიცავს, როგორებიცაა: ებოლა, ზიკა და ნიფა.

image

მკვლევარები განსაკუთრებულად აფრთხილებენ ღარიბ ქვეყნებს, ვინაიდან შიმშილი და იმუნური სისტემის სისუსტე ვირუსების გავრცელებას ხელს უწყობს.


მათი განცხადებით, მთავრობებმა უნდა გამოყონ თანხები, რათა დაავადების გავრცელებას ინფორმირებით, შესაბამისი ტრენინგებით მაინც შეუშალონ ხელი. აღნიშნული რეკომენდაცია მიეცა გაეროსაც.


ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ვირუსები აუცილებლად გავრცელდება და ამისთვის უნდა მოვემზადოთ.


www.dailymail.co.uk

0
852
2-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
852
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0