x
მეტი
  • 17.10.2019
  • სტატია:95724
  • ვიდეო:343053
  • სურათი:457649
სულში ჩაგვაფურთხეს – ნანა ლორთქიფანიძე პრეზიდენტის შეწყალების აქტზე

image
“სულში ჩაგვაფურთხეს”-
ამ სიტყვებით გამოეხმაურა მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს, რომლის თანახმად ისტორიკოს გოგი ოთხმეზურის შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ღამბაშიძე შეწყალების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლდა.


როგორც ის ერთ-ერთ ფეისბუქმომხმარებელს პასუხობს, პრეზიდენტად სალომეს არჩევა იმიტომ მოხდა მათი მხრიდან, რომ სხვა გზა არ იყო.


"სხვა გზა მართლა არ იყო თორემ მე და გიორგი მაგას დავუჭერდით მხარს?"- წერს მსახიობი.


მოკლული დავით ოთხმეზური, მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის მამიდაშვილის შვილი იყო.


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მორიგ სკანდალში გაეხვა.


ზურაბიშვილმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.


ფაქტს ადმინისტრაცია სამი კვირის განმავლობაში მალავდა. მკვლელის გათავისუფლების შესახებ არაფერი იცოდნენ მოკლულის ოჯახის წევრებმა. ამ დრომდე უცნობია, რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა პრეზიდენტმა მკვლელის შეწყალების დროს.


პროფესორ გოგი ოთხმეზურის შვილის, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძე ბოლო 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. საბოლოოდ მისი დაკავება მოხერხდა თუმცა საპატიმრო წელიწადნახევრის შემდეგ დატოვა.


დავით ოთხმეზური 2004 წელს პეკინის და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მოკლეს.


უზენაესმა სასამართლომ ასლან ბეჟანიძე დავით ოთხმეზურის მკვლელობაში დამნაშავედ გასულ წელს ცნო და მას 9 წლისთ ავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


ამავე თემაზე:

"ქალბატონო პრეზიდენტო გიორგი ოთხმეზურს გაუკეთეთ ეს? შვილი მეორედ მოუკალით?"



1
866
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
866
  
18 სექტემბერი, 10:37
და შეწყალების კომისიამ რატომ შეიწყალა და წარუდგინა პრეზიდენტს?(
0 1 1