x
მეტი
  • 15.11.2019
  • სტატია:96594
  • ვიდეო:343685
  • სურათი:458480
კლინიკური სიკვდილი – რა ემართება სინამდვილეში ადამიანს?
image


ადამიანები, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს, ხშირად ჰყვებინ იმ განსაკუთრებულ მღელვარებაზე, რაც გადახდათ – სინათლეზე გვირაბის ბოლოს, რომლისკენაც მიდიოდნენ, სხეულიდან გამოსვლაზე, დაბრუნებაზე და სხვა რთულად ასახსნელ ფენომენებზე.





კლინიკური სიკვდილის პირველი აღწერა


image


კლინიკური სიკვდილის პირველ აღწერად შეიძლება ჩაითვალოს პლატონის "მითი ერზე", რომელიც ფილოსოფოსმა "სახელმწიფოს" მე-10 წიგნში გადმოსცა. მითის შინაარსის თანახმად, ომში დაჭრილი ერი 10 დღე დაღუპულებს შორის მინდორში იწვა და მხოლოდ სამგლოვიარო კოცონზე გაეღვიძა, რის შემდეგაც სიკვდილისწინა განცდების შესახებ ისაუბრა. ერის მონათხრობი ბევრ რამეში ემთხვევა ჩვენი თანამედროვეების მიერ მოყოლილ ისტორიებს, რომელთაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს – აქ არის სიკვდილის შემდგომი მოგზაურობა ნაპრალებში (დღეს ყველაზე გავრცელებულ ხილვად გვირაბი ითვლება) და უკან, სხეულში დაბრუნების ცნობიერების აუცილებლობა.





ტვინის მუშაობა

image



დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა, რომ კლინიკური სიკვდილის დროს ტვინი წყვეტს ფუნქციონირებას. თუმცა, მიჩიგანის უნივერსიტეტში ამ საკითხის გასარკვევად მეცნიერებმა ჯიმო ბორჯიგის ხელმძღვანელობით კვლევები ჩაატარეს. ისინი ექსპერიმენტებს ვირთხებზე ატარებდნენ. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სისხლის მიმოქცევის შეწყვეტის შემდეგ, მღრღნელების თავის ტვინი არა მხოლოდ აგრძელებდა აქტივობის ნიშნების გამოვლენას, არამედ მუშაობდა უფრო აქტიურად და თანამიმდევრულად, ვიდრე სიფხიზლისა და ანასთეზიის დროს. ჯიმო ბორჯიგის აზრით, გულის გაჩერების შემდეგ სწორედ რომ ტვინის აქტიურობით შეიძლება ავხსნათ ის ხილვები, რომელიც პრაქტიკულად ყველა ადამიანს უნახავს, ვისაც კლინიკური სიკვდილი აქვს გადატანილი.




კვანტური თეორია


image



კიდევ ერთ საინტერესო თეორიას იმის შესახებ, თუ რა ემართება ტვინს კლინიკური სიკვდილის დროს, გვთავაზობს არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერი, ცნობიერების კვლევის ცენტრის დირექტორი სტიუარტ ჰამეროფი, რომელმაც ბევრი დრო დაუთმო ამ საკითხის შესწავლას. ის და მისი ბრიტანელი კოლეგა, ფიზიკოსი როჯერ პენროუზი, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ის, რასაც სულს უწოდებენ, სინამდვილეში კვანტური სტრუქტურებია, რომელიც მდებარეობს და ფუნქციონირებს თავის ტვინის უჯრედების მიკრომილაკებში.


მკვლევარების აზრით, კლინიკური სიკვდილის დროს მიკრომილაკები კარგავს კვანტურ მდგომარობას, თუმცა, მათში არსებული ინფორმაცია არ ნადგურდება. ის მხოლოდ სხეულს ტოვებს. თუ პაციენტის რეანიმირება ხდება, კვანტური ინფორმაცია მიკრომილაკებში ბრუნდება. ამ ერთი შეხედვით არაბუნებრივი თეორიის ნაწილობრივ მტკიცებულებას ისეთი მოვლენების შესწავლისას ვპოულობთ, როგორიცაა ჩიტების ნავიგაცია და ფოტოსინთეზი. უფრო სიღრმისეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ პროცესებს, გარდა ჩვეული და გასაგები ბიოქიმიისა, თან სდევს კიდევ აუხსნელი კვანტური პროცესები.





სიკვდილისწინა განცდები


image


პირველად ტერმინები "სიკვდილისწინა განცდები" და "კლინიკური სიკვდილი" ამერიკელმა ფსიქოლოგმა რაიმონდ მუდიმ გამოიყენა წიგნში "სიცოცხლე სიცოცხლის შემდეგ"(1975). წიგნის გამოსვლის შემდეგ, რომელიც მაშინვე ბესთსელერად იქცა, იმ მოგონებების რაოდენობა, რომელიც სიკვდილისწინა განცდებთან იყო დაკავშირებული, მკვეთრად გაიზარდა – ბევრი ადამიანი წერდა საკუთარ ხილვებზე, გვირაბზე და სინათლეზე მის ბოლოს.

უნდა აღინიშნოს, რომ სამეცნიერო საზოგადოებას საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს მსგავსი ისტორიებისადმი. თითოეული აღწერილი პროცესისთვის მედიკოსებს საკუთარი ახსნა-განმარტება გააჩნია.



კლინიკური სიკვდილის დადგომის შემდგომ ხილვებს ბევრი მეცნიერი ჰალუცინაციად მიიჩნევს, რომელიც თავის ტვინის ჰიპოქსიით არის გამოწვეული. ამ თეორიის თანახმად ითვლება, რომ სიკვდილისწინა განცდები ადამიანებს არა კლინიკური სიკვდილის დროს ეუფლებათ, არამედ თავის ტვინის კვდომის ადრეულ ეტაპზე – აგონიის წინ ან უშუალოდ აგონიის პროცესში.


ჰიპოქსიის და თავის ტვინის ცერებრალური ქერქის დათრგუნვის დროს ჩნდება ეგრეთ წოდებული "გვირაბული ხედვა, " რომელიც წინ სინათლის დანახვის მოვლენას ხსნის. როდესაც ადამიანს მეტად აღარ მიეწოდება ინფორმაცია ვიზუალური ანალიზატორისგან, ცერებრალური ქერქის აღგზნებული კერები ხელს უწყობს უწყვეტი კაშკაშა განათების წარმოქმნას, რომელსაც შეუძლია ახსნას ბევრი პაციენტის მიერ ნანახი სინათლესთან მიახლოება. ფრენის შეგრძნება ან ვარდნა – მეცნიერები ამას ვესტიბულური ანალიზატორის მუშაობის დარღვევით ხსნიან.



"როდესაც მთელი ცხოვრება თვალწინ ჩაგივლის..."


image



კიდევ ერთ გავრცელებულ "ხედვას" ადამიანებში, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს, წარმოადგენს იმის შეგრძნება, რომ ისინი თვალწინ საკუთარ ცხოვრებას ხედავენ.



მეცნიერები ამ განცდებს იმით ხსნიან, რომ ცენტრალური ნერვიული სისტემის ფუნქციის "ქრობა, " ტვინის შედარებით ახალგაზრდა სტრუქტურებიდან იწყება. აღდგენა კი საპირისპირო გზით ხდება – უპირველესად მუშაობას უფრო ადრეული ფუნქციები იწყებს, შემდეგ შედარებით ახალგაზრდა. ამ ფაქტმა შეიძლება ახსნას ის მოვლენა, რომ კლინიკური სიკვდილიდან გამოსვლისას, პაციენტი მის ცხოვრებაში არსებულ უფრო ემოციურ და მთავარი მომენტებს ხედავს.




ასევე დაგაინტერესებთ:


მეცნიერებმა უკვდავების 6 ტექნოლოგია აღმოაჩინეს


მსოფლიოს ცნობილ ფიზიკოსთა მტკიცებით სიკვდილის შემდეგ ადამიანი სხვა პარალელურ სამყაროში აღდგება


არსებობს თუ არა სული – სამეცნიერო კვლევები და ექსპერიმენტები


9 დღე სიკვდილის შემდეგ: რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი და რა ემართება ადამიანის სულს


10 ნიშანი იმისა, რომ თქვენთან მფარველი ანგელოზი იმყოფება


მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენა აქვს ლოცვას ჩვენს ჯანმრთელობაზე


2016 წლის ნობელის პრემია: ლაურეატმა დაამტკიცა, რომ მარხვა მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის

6
347
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
347
  
19 სექტემბერი, 17:10
მადლობა დადებითი შეფასებისთვის, მეგობრებო :)
19 სექტემბერი, 12:17
როგორც ყოველთვის საინტერესო სტატიაა.
დოქტორ მოუდს აქვს თავის წიგნში "სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ" რეალური ფაქტები აღწერილი.
სამჯერ ვარ დაჭრილი, მაგრამ გონება არასდროს დამიკარგავს, ნრკოზის დროს კი ცნობიერებაც ითიშება და მსგავს რამეს ვერ განიცდი.
ყველას აშოროს კლინიკური სიკვდილი, არ უნდა იყოს მთლად სასიამოვნო შეგრძნება...
19 სექტემბერი, 10:43
ღმერთმა გაშოროს...
19 სექტემბერი, 10:30
ისე მეც დიდი ინტერესი მაქვს, მაგრამ მსგავსი გამოცდულების მიღება არ მსურს :დ
19 სექტემბერი, 10:25
ორჯერ ვიყავი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში და ჩემთვის ეს პროცესი ძალიან ნაცნობია.ზემოთაღწერილი თეორიები ყველაზე ახლოსაა სიმართლესთან.
19 სექტემბერი, 9:31
ამ თემაზე მეტი ინფორმაციის მიღება მინდოდა. მადლობა ლელა, საიტს უფრო აძლიერებ!
0 1 6