საქართველო ელიზაბეთ რუდი აშშ-ს საელჩოსთან გამართულ „პატრიოტთა ალიანსის“ აქციას გამოეხმაურა 2019, 17 სექტემბერი, 15:39 "მე არ გავაკეთებ განცხადებებს კონკრეტულად იმ მესიჯებზე, რომელიც ისმოდა "პატრიოტთა ალიანსის" შეკრებაზე კვირას საელჩოს წინ, თუმცა მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმისათვის, რომ მან უზრუნველყო მოქალაქეების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად პოლიტიკური პარტიისა თუ სუბიექტისა“-განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.
შეგახსენებთ, კვირას 15 სექტემბერს "პატრიოტთა ალიანსმა“ ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართა, პოლიტიკური პარტიის მთავარი მოთხოვნა იყო „ნუ უჭერთ მხარს მწამებელ სააკაშვილს და ბოკერიას“, ამასთანავე პატრიოტთა ალიანსმა“ ამერიკელი ექსპერტის დევიდ კარამერის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადება მოითხოვა.
ირმა ინაშვილმა აქციის მონაწილეებს დაწვრილებით მოუთხრო 10 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის შესახებ. 278 3-ს მოსწონს
|