x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ქალბატონო პრეზიდენტო გიორგი ოთხმეზურს გაუკეთეთ ეს? შვილი მეორედ მოუკალით?"
image
გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მის მიერ შეწყალებული ერთ-ერთი პატიმრის შესახებ კითხვებს უსვამს.


როგორც ხუბუა წერს, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პროფესორ გიორგი ოთხმეზურის შვილის მკვლელის ციხიდან გათავისუფლება მისი შევილის მეორედ მოკვლაა.


"ქალბატონო პრეზიდენტო, სახელოვან პროფესორს და უბრალოდ, ძალიან კარგ კაცს გიორგი ოთხმეზურს გაუკეთეთ ეს? კაცს, რომელიც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მხურვალედ გიჭერდათ მხარს და ტელეეთერებში კბილებით გიცავდათ, შვილის მკვლელი ციხიდან გაუთავისუფლეთ? მხარდაჭერისათვის სამაგიერო იმით გადაუხადეთ, რომ შვილი მეორედ მოუკალით?" - წერს ხუბუა.


"მთავარი არხის" ინფორმაციით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მორიგ სკანდალში გაეხვა.



ზურაბიშვილმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.


ფაქტს ადმინისტრაცია სამი კვირის განმავლობაში მალავდა. მკვლელის გათავისუფლების შესახებ არაფერი იცოდნენ მოკლულის ოჯახის წევრებმა. ამ დრომდე უცნობია, რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა პრეზიდენტმა მკვლელის შეწყალების დროს.


პროფესორ გოგი ოთხმეზურის შვილის, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძე ბოლო 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. საბოლოოდ მისი დაკავება მოხერხდა თუმცა საპატიმრო წელიწადნახევრის შემდეგ დატოვა.


დავით ოთხმეზური 2004 წელს პეკინის და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მოკლეს.


უზენაესმა სასამართლომ ასლან ბეჟანიძე დავით ოთხმეზურის მკვლელობაში დამნაშავედ გასულ წელს ცნო და მას 9 წლისთ ავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


0
416
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
416
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0