x
მეტი
  • 20.11.2019
  • სტატია:96714
  • ვიდეო:343725
  • სურათი:458600
გატაცება 60 წამში-როგორ ხდება ეს რეალურ ცხოვრებაში(ვიდეო)
image

67 წლის ლონდონელმა ბიზნესმენმა ჯივანოტ სინგხ ალუვალიამ(Jiwanjot Singh Ahluwalia) გამოაქვეყნა სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი იმის იმედით, რომ ვინმე იცნობს ავტოგამტაცებლებს, რომლებმაც მისი წარმომადგენლობითი კლასის 47 000 ევროდ ღირებული Mercedes-Benz-ი გაიტაცეს.


"გაოცებული ვარ, როგორ ადვილად გაიტაცეს დამნაშავეებმა მანქანა, იმედი მაქვს ვინმე იცნობს მათ"-აღნიშნა ალუვალიამ.

მანქანასთან ერთად, ბიზნესმენმა დაკარგა სამედიცინო ბარათი და სპეციალური საშვი, რაც საავადმყოფოს ავტოსადგომზე მანქანის დაყენების უფლებას აძლევდა.


"რა თქმა უნდა, ჩვენ შევიძენთ ახალ მანქანას, -ამბობს ალუვალია, -მაგრამ პრობლემებს ვერ გავექცევი: რეგულარულად დავდივარ საავადმყოფოში კვლევებზე. ახლა კი, სპეციალური საშვის გარეშე, რომელიც ჩემს მერსედესში იდო, ვერ შევძლებ საავადმყოფოს ავტოსადგომზე გაჩერებას. ”

image

"ვიღაც ტიპები მანქანების გარშემო ტრიალებდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში და მე მესმოდა, რომ ეს არ იყო ისე. უბრალოდ.. ბოლო დროს, ჩვენს უბანში მდგომარეობა გაუარესდა, ბოლო პერიოდში არაერთი კრიმინალური ინციდენტი მოხდა. ხალხი აქაურობას სტოვებს - მაგრამ ჩვენ 30 წელზე მეტია ვცხოვრობთ აქ და არ გვინდა ამ ტერიტორიის დატოვება. ”-დასძინა ალუვალიამ.


აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენის 33 წლის ქალიშვილი, ვიზაჟისტი პავანი, გინესის წიგნის რეკორდსმენია, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტატუს და მაკიაჟის (ინით)შემსრულებისათვის, იგი არის აგრეთვე სერიალი Eastenders-ის ვიზაჟისტი.


”უბრალოდ თავს ცუდად ვგრძნობ, რაც მოხდა. ჩემი მშობლები შესანიშნავი ადამიანები არიან, ისინი მთელი ცხოვრება მუშაობდნენ და მიაღწიეს ყველაფერს თავიანთი შრომით. მათ მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში ჰყავდათ ეს მანქანა. საშინელებაა იმის გაფიქრება, რომ ზოგიერთ ადამიანს ცალ ფეხზე ჰკიდია სხვები. "-აღნიშნა პავანმა.

0
269
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0