x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მელ გიფსონის 9 შვილიდან ერთი მამის კვალს გაჰყვა...

მელ გიფსონი — ჰოლივუდის ერთ–ერთი უდიდესი მსახიობი და მას მსოფლიოში მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. ხოლო, მისი შვილი მაილო, ბოლო წლებში, სახელოვან მამაზე ხშირად ხვდება საზოგადოების და პრესის ყურადღების ცენტრში და არა იმიტომ, რომ მელის შვილია, არამედ იმიტომ, რომ მასსავით ნიჭიერი მსახიობია.


image


მაილო გიფსონს არ უნდა მამის, გასული საუკუნის 80-იანი წლების ყველაზე დიდი ვარსკვლავის, ჩრდილის ქვეშ ყოფნა. მაგრამ, აიხდენს თუ არა სურვილს, ძნელი სათქმელია, რადგან მსახიობობის გარდა, მელ გიფსონს სხვა დამსახურებებიც აქვს.

მელი მხოლოდ მაყურებლებმა და თაყვანისმცემლებმა კი არა, კრიტიკოსებმაც დააფასეს და ფილმმა – «მამაცმა გულმა» (1995 წ.), რომლის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი მელ გიფსონი იყო, 5 «ოსკარი» მიიღო. მათ შორის, ორი: «საუკეთესო ფილმისთვის» და «საუკეთესო რეჟისურისთვის», პირადად მელ გიფსონს გადაეცა. მას მონაწილეობა 50-ზე მეტ ფილმში აქვს და მის ანგარიშზე, ჯერ-ჯერობით, 5 სარეჟისორო ნამუშევარია. მათ შორის, «ჰაქსოუს გმირი» (Hacksaw Ridge), რომელშიც ერთ-ერთ როლს მისი შვილი მაილო ასრულებს. ფილმა საუკეთესო გამოხმაურება მიიღო, ის ნომინირებული იყო «ოსკარზე» და «ოქროს გლობუსზე».


image


«ჰაქსოუს გმირით» მაილოს დებიუტი შედგა დიდ ეკრანზე. თუმცა, ტელევიზორის ეკრანებზე ის ბევრად უფრო ადრე გამოჩნდა, – მონაწილეობდა სერიალებში, სატელევიზიო შოუებში...

შემდეგ იყო სხვა ფილმაბიც... მათ შორის «ქარიშხალი» (Hurricane, 2018) და «ეშმაკის მთელი ამალა» (All the Devil's Men, 2018) რომლებმაც კრიტიკოსების და მაყურებლის დადებითი შეფასება მიიღეს.


imageimage
უახლოეს მომავალში კი, მისი მონაწილეობით კიდევ ორი ფილმის პრემიერა (The Outpost; Brother's Keeper) იგეგმება.


image


მაილო 1990 წელს შოუ ბიზნესის სამყაროში დაიბადა და ძნელი სათქმელია, დაჩრდილავს, თუ არა ის თავის სახელოვან მამას. თუმცა, ერთი რამ უკვე აშკარაა, – სახელოვანი მამისგან მემკვიდრეობით, მას მხოლოდ კარგი გარეგნობა (1985 წელს მელ გიფსონი მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარეს) კი არა, სამსახიობო ნიჭიც ერგო.


imageimageimageimageimageimageimageimage











0
380
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
380
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0