x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
დედის საჯარო ფიცი

ვფიცავ რომ ჩემთვის არასოდეს იქნება მნიშვნელოვანი შენი სკოლის შეფასებები, განა იმიტომ რომ არ მინდა საუკეთესო იყო, არამედ იმიტომ რომ ჩემთვის პრიორიტეტულია შენი ცოდნა, განათლება, ინტელექტი, ადამიანობა და არა ის თუ რამდენი ქულით შეაფასებს ამას სხვა ვინმე. ვფიცავ რომ შენ კალიგრაფიაზე მეტად იმას მივაქცევ ყურადღებას თუ რას დაწერ. ვფიცავ რომ ყოველთვის მოგისმენ და დაგიჯერებ და გაგიგებ თუნდაც მთელი სამყარო შენს საწინააღმდეგოს მიმტკიცებდეს, შენ სიმართლეზე წინ არავის სიმართლეს არ დავაყენებ. ვფიცავ რომ შენ არჩევანს, შეეხება ეს პროფესია, მეგობრებს თუ სხვა ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს, არ გაგკიცხავ და თუ კი შენ მოგინდება ჩემთან ამ თემებზე საუბარი მე დიდი სიხარულით გავაკეთებ ამას ყოველთვის. ვფიცავ რომ შენ შატალოებს ადეკვატურად მივუდგები და რქიანი დედასავით : ვაი დედა ეს რა გიქნია რეაქცია არ მექნება. ვფიცავ რომ ვითამაშებ შენთან ერთან მანქანობანას ავტობუსის საზურგით და თუნდაც "ტორმუზმა" მიმტყუნოს მაინც არ დავნებდები.ლუკა გოგიშვილი
კიდე ვფიცავ რომ ამ ფიცს არასოდეს დავივიწყებ და სულ მუდამ შენი თაკო ვიქნები, თუნდაც ვერავინ გაგვიგოს, არ აქვს მნიშვნელობა მაინც ვფიცავ აღვასრულო ჩემი ფიცი უვადოდ,
უპირობოდ და უანგაროდ სანამ გალაქტიკა არ შეწყვეტს არსებობას

0
60
1-ს მოსწონს
ავტორი:თამარ გოგიშვილი
თამარ გოგიშვილი
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0