x
მეტი
  • 20.10.2019
  • სტატია:95764
  • ვიდეო:343124
  • სურათი:457721
ოპუს დეი - საიდუმლო კათოლიკური საზოგადოება

image


ოპუს დეი არის საიდუმლო კათოლიკური საზოგადოება, პაპის პირადი მფარველობით. საზოგადოებას აქვს პირადი პრელატურის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციაში შეიძლება იყვნენ არა მხოლოდ სასულიერო პირები, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეებიც. უფრო მეტიც, სიტყვა "პირადი" მიანიშნებს იურისდიქციაზე, რომელიც ვრცელდება ხალხზე და არა ტერიტორიაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საზოგადოებას არ აქვს საზღვრები დედამიწაზე. ზოგიერთ წევრს შეუძლია იცხოვროს ავსტრალიაში, ზოგს სამხრეთ ამერიკაში და ზოგს დიდ ბრიტანეთში. ამრიგად, ორგანიზაცია მთელს მსოფლიოს აკონტროლებს.


ლათინურიდან თარგმნილი, ოპუს დეი ნიშნავს "უფლის საქმეს". ეს არ არის მარტივი საკითხი, გლობალური და უზარმაზარია. "ოპუს" - ეს სიტყვა ყოველთვის გაგებული იყო როგორც ფუნდამენტური და მრავალმხრივი სამეცნიერო შრომა, რომელსაც მივყავართ პრელატის საზოგადოებასთან. დღევანდელ დღეს ორგანიზაციის სათავეშია ესპანელი ფერნანდო ოკარის ბრანია (დაიბადა 1944 წელს), მისი წინამორბედი იყო ხავიერ ეჩევერია როდრიგესი, რომელიც 2016 წლის 12 დეკემბერს გარდაიცვალა. ორგანიზაციაც დაარსებულია 1928 წელს ესპანელი მღვდელმსახურის ხოსემარია ესკრივა დე ბალაგერის (1902-75) მიერ. 2002 წელს იგი იქნა კანონიზირებული და წმინდანად შერაცხული.



image


რაში მდგომარეობს პაპის პირად მეურვეობაში მყოფი საიდუმლო საზოგადოების იდეოლოგიის აზრი? ოპუს დეის წევრები ამტკიცებენ რომ ხალხი არ უნდა დაიყოს საეკლესიო და სამოქალაქო პირებად, რადგან თითოეულ ადამიანს აქვს ძალა, გააკეთოს ღვთის საქმე. სამუშაო ტანისამოსი ან კლერკის კოსტუმი ხელს არ უშლის ამას. ორგანიზაცია უარყოფს რაიმე ბარიერებს მღვდლებსა და უბრალო ადამიანებს შორის.


მაღალ პროფესიონალიზმს და კომპეტენტურობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეს თავისთავად ეწინააღმდეგება სხვა რელიგიური ინსტიტუტების იდეოლოგიურ პრინციპებს, რომლებიც პირიქით, თავის სამწყსოს მოუწოდებენ, რომ მიატოვონ ამქვეყნიური ცხოვრება. აი ძირითადი დევიზი პრელატურის: "ეძიეთ ღმერთი ყოველდღიურ საქმიანობაში". ამისათვის საჭიროა გულმოდგინედ შეასრულოთ თქვენი საქმე და ჩათვალეთ, რომ ეს ღირსეული მსხვერპლია შემომქმედისთვის.


ამით ჩაერთოთ პროფესიონალურად საქმიანობაში და ამ გზით მოიპოვოთ თქვენ სიწმინდე. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ საზოგადოების სულიერი მასწავლებლები. მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. საქმე ისაა, რომ ორგანიზაციის წევრების საქმიანობა ღვთისთვის სასიამოვნო მხოლოდ მაშინ არის, როცა იგი არ ეწინააღმდეგება საიდუმლო საზოგადოების მიერ დადგენილ წესებს. რა არის ეს წესები - აქ ყველგან ნისლი და გაუგებრობაა.



image



ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე როგორც ამბობს, ორგანიზაციის წევრებს მთელ ქონებას გადასცემენ. ისინი აგრძელებენ ცხოვრებას სახლებში, მართავენ მანქანებს, მაგრამ ეს მათი პირადი საკუთრება უკვე აღარ არის. ასევე მემკვიდრეობაც არ გადადის ბავშვებზე. რაც შეეხება მოგებას, აქაც შემოსავლის დიდი ნაწილი ორგანიზაციას ეძლევა. რჩება მხოლოდ მინიმალური თანხები ყველაზე საჭირო და გადაუდებლისთვის.


რომ გახდეთ საზოგადოების წევრი თქვენ უნდა გაიაროთ შემოწმებისა და ტესტირების გრძელი პროცესი. ამავე დროს ახალბედა პირები ექვემდებარებიან სერიოზულ ინდოქტრინაციას. ოპუს დეიში გაწევრიანების მთელი პროცესი 5 წელს მოიცავს. საზოგადოების წევრებს არ აქვთ უფლება სხვებს უთხრან, რომ ისინი ორგანიზაციის წევრები არიან. ისინი დიდხანს ცხოვრობენ სპეციალიზებულ ცენტრებში და პრაქტიკულად არც აქვთ კომუნიკაცია ორგანიზაციის სხვა წევრებთან, რადგან ისინი დროის უმეტეს ნაწილს კელიებში ატარებენ.


მამაკაცებსა და ქალებს შიშველ დაფებზე სძინავთ. ყოველ კვირას ისინი აწამებენ საკუთარ სხეულს სპეციალური ღვედებით, რომელსაც აკრავს ლითონის ეკლები. მამაკაცები იროზგავენ საკუთარ სხეულს ზურგზე და გვერდებზე, ხოლო ქალები - მხრებზე. ამ თავგანწირვის შემდეგ სხეული ჰგავს სისხლიან ხორცის ნაჭრებს.



image



მასწავლებელთა განმარტებით, ეს წამება არის სრულყოფის ერთადერთი და ჭეშმარიტი გზა. მას ალტერნატივა არ აქვს და ამიტომაც არ უნდა იშურებდე საკუთარ თავს. ამ დროს სული იწმინდება, აქედან გამომდინარე ადამიანმა, რომელმაც ტკივილით დათრგუნა ყველა სიბინძურე და ვნება, შეუძლია გაუძლოს ამქვეყნიური ცხოვრების ნებისმიერ გამოცდას.


ფსიქოლოგიური და ფიზიკური მკურნალობის შემდეგ ორგანიზაციის წევრები გარდაიქმნებიან. ისინი ბრუნდებიან კომუნიკაბელურ და აქტიურ ადამინებად. მათი ენერგიები რეგულირდება გამოცდილი მასწავლებლების მიერ, რომლის მითითებებიც უსიტყვოდ სრულდება. ოპუს დეის წევრები კი სინამდვილეში პაპის დამცველებად გვევლინებიან. ისინი ერთგულნი არიან მისი და პრელატის სულის.


ორგანიზაციას აქვს მკაცრი იერარქია. სათავეში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის პრელატი. მათ ქვემოთ ადგილს იკავებს სკრიპტა, რომლის რიგებიდანაც ირჩევა შემდეგი პრელატი, ისევე როგორც კარდინალებიდან ხდება პაპის არჩევა. შემდეგ მოდის ნუმერარია. ეს ლიდერები, ასე ვთქვათ საშუალო ჯაჭვს წარმოადგენენ, რომლებიც საკუთარ თავზე იღებს ცელიბატს (დაუქორწინებლობას).


ნუმერარიაში ყველა სტატუსით თანაბარი მოქალაქეა, რომლებსაც სასულიერო პირები მორჩილებს უწოდებენ. გარდა ნუმერარიის ასევე თანაბარი სტატუსით არიან სუპერნუმერარიის წევრებიც, მაგრამ ის თავისი თანამოძმეებისგან იმით განსხვავდებიან რომ არ იღებენ ცელიბატის (დაუქორწინებლობის) აუცილებელ ვალდებულებას საკუთარ თავზე. ქვედა საფეხურზე იმყოფებიან ასოცირებულნი. ესენი არიან უბრალოდ შემსრულებლები. მათ რიგებში არიან მუშები, გლეხები, მასწავლებლები, ინჟინრები და სხვა მრავალფეროვანი პროფესიების წარმომადგენლები. საერთო ჯამში, საზოგადოებას დაახლოებით 90 ათასი წევრი ჰყავს.



image


ოპუს დეის აქვს საკუთარი საბანკო ანგარიშები, უძრავი ქონება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. შტაბი მდებარეობს რომში და აკონტროლებს მსოფლიოს 90 ქვეყანას, რომელშიც ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან. მათი 70% საკუთარ სახლში ცხოვრობს და ეწევა სამაგალითო კათოლიკურ ცხოვრებას, ხოლო 30%–ს აღთქმული აქვს დაუქორწინებლობა (ცელიბატი) და სპეციალიზირებულ ცენტრებში ცხოვრობენ.


პერსონალურ პრელატურაზე ბევრს საუბრობენ. ხალხს აწუხებს მათი გასაიდუმლოებულობა და მათი უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობები, რაც შესაბამისად იწვევს ჭორებსა და სპეკულაციებს. ბევრი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე თვლის, რომ აქ საქმე სუფთად არ კეთდება. თუ დასამალი არაფერია, მაშინ რატომ არის ყველაფერი საიდუმლოებებით მოცული?! კითხვა საკმაოდ ბუნებრივია, მაგრამ საიდუმლო საზოგადოების წევრები ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.


ყველა რომის პაპი ორგანიზაციისადმი უკიდურესად კეთილგანწყობილი იყო, რადგან მათი საქმიანობა არანაირ ზიანს არ აყენებს კათოლიკურ ეკლესიას. თუმცა, სასულიერო პირთა შორისაც კი მოიძებნება მოწინააღმდეგე. ზოგი ხოსემარია ესკრივა დე ბალაგერის სწავლებას მწვალებლობად მიიჩნევს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი წმინდანად არის შერაცხილი, ეს კი ძალიან სერიოზული არგუმენტია, რომელიც მეტყველებს საიდუმლო საზოგადოების დადებით მხარეზე. ამ საკითხთან მიმართებაში კათოლიკური ეკლესია ძალიან მგრძნობიარეა და მხოლოდ ღირსეულების კანონიზაციას ახდენს.

0
56
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0