x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
გურამ როგავა, სოფო ოხანაშვილი და თამარ ურუშაძე რუსთავი 2-ზე გადავიდნენ
image


განახლებულ „კურიერში“ სამუშაოდ ტელეკომპანია რუსთავი 2-ში სხვადასხვა ქართული არხებიდან აქტიური ჟურნალისტები გადადიან. უკვე დადასტურდა, რომ „იმედიდან“ სოფო ოხანაშვილი, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურიდან გურამ (გუკა) როგავა ამიერიდან რუსთავი 2-ზე კურიერის რეპორტიორად იმუშავებენ. ინფორმაციას თავად ჟურნალისტები უკვე ადასტურებენ და ამის თაობაზე სოციალურ ქსელშიც წერენ.


განახლებული „კურიერი“ ეთერში 16 სექტემბრიდან უნდა გასულიყო, თუმცა საინფორმაციო გამოშვებების აღდგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. არხის დირექტორმა პაატა სალიამ მხოლოდ ის განმარტა, რომ კურიერი რამდენიმე დღეში დაბრუნდება და მას ირაკლი იმნაიშვილი და ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებენ.


სოფო ოხანაშვილი „იმედზე“ 5 წლის განმავლობაში „ქრონიკის“ ჟურნალისტი იყო, მანამდე ის „მოამბის“ კორესპონდენტად მუშაობდა. ხოლო გურამ როგავა პირიქით, ჯერ „ქრონიკაში“, შემდეგ კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე.



"დავ­ტო­ვე „პირ­ვე­ლი არხი“, სა­დაც 3 წელი და 3 თვე გა­ვა­ტა­რე. მად­ლო­ბა მა­უ­წყე­ბელ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს. წა­მო­ვე­დი, მაგ­რამ ვრჩე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის იდე­ის გულ­შე­მატ­კივ­რად! ახლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვის დროა. შევ­ხვდე­ბით მალე!“ - და­წე­რა რო­გა­ვამ.


განახლებულ კურიერს „იბერიას“ ყოფილი სახე - თამარ ურუშაძეც გაუძღვება, რომელიც ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მოდის. მან გვარამიას გუნდის „იბერიის“ შენობაში შესვლის შემდეგ კრიტიკული და ემოციური პოსტიც გამოაქვეყნა.


რუსთავი 2 ზე რჩება კურიერის წამყვანი ანუკა ქინქლაძეც, რომელიც თავდაპირველად ეკრანზე სწორედ ბიძინა ივანიშვილის მეცხრე არხზე გამოჩნდა, სადაც წლების მანძილზე საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდა.


ცნობილია ისიც, რომ არხზე დარჩენილებს შორის პოპულარული სახეებიც არიან. რუსთავი 2-ზე გადაცემა "სხვა შუადღეს" გვანცა დარასელია, თიკა ფაცაცია, არჩილ სოლოღაშვილი და ქრისტინე იმედაძე წაიყვანენ. ერთი თვის წინ არხი დატოვა გადაცემის ორმა წამყვანმა: ნინო ხოშტარიამ და ბაია დვალიშვილმა. ასევე, ერთ-ერთი რუბრიკის ხელმძღვანელმა, მარინა ბერიძემ. როგორც გადაცემის პროდიუსერი, თამუნა კობერიძე ამბობს გადაცემას სხვა ახალი წამყვანებიც ეყოლება.


რუსთავი 2 ზე დარჩა ანი გიუნტერიც. ის საზოგადოებას ტელეკომპანია 202-ის იუმორისტული გადაცემებიდან ახსოვს და რამდენიმე წელია რუსთავი 2-ის დილის გადაცემის ჩართვებში სხვადასხვა რუბრიკებს უძღვება.

0
117
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0