x
image
თორ ნიკე
Mediator image
შავი ზღვის დაბადება
შავი ზღვის დაბადება


შავი ზღვის წარმოქმნის გეოლოგიური ისტორია ასეთია: პროტო-ტეთისის ოკეანე წარმოიქმნა 550 მილიონი წლის წინ. ის ესაზღვრებოდა პალეოკონტინენტ ბალტიკას და ლაურენტიას (ჩრდ. ამერიკა) ჩრდილოეთიდან, ხოლო სამხრეთით - თვით გონდვანას.

პროტო-ტეთისის ოკეანისგან დაიბადა პალეო-ტეთისის ოკეანე 330 მილიონი წლის წინ.

პალეო-ტეთისის ოკეანის სამხრეთით კი 250 მილიონი წლის წინ ახალმა ოკეანემ დაიწყო წარმოშობა - ეს იყო ტეთისის ოკეანე, იგივე ტეთისის ზღვა ან ზოგჯერ წოდებული როგორც ნეოტეთისი (ახალი ტეთისი).


მცირე აზიაში და კავკასიაში მიმდინარე ტექტონიკურმა ცვლილებებმა ჯერ კიდევ 1, 1 მილიარდი წლის წინ გააჩინა დიდი კუნძულები ტეთისის ოკეანეში. ეს კუნძულები ახლა კავკასიონის მაღალმთიანეთს წარმოადგენს. ხოლო რაც უფრო დაბალია ზღვის დონიდან კავკასიაში მიწის მდებარეობა, მით უფრო ახლადგათავისუფლებულია იგი ზღვისგან.

თეტისის ოკეანე დიდხანს არსებობდა და საბოლოოდ მცირე აზიაში და კავკასიაში მიმდინაე ტექტონიკურმა პროცესებმა დაყვეს იგი და მის ადგილას წარმოქმნეს მარმარილოს, აზოვის, არალის, კასპიის და შავი ზღვები.


პალეოტეთისი და ნეოტეთისი 250 მილიონი წლის წინ


უკვე 65 მილიონი წლის წინ ზღვისგან გათავისუფლებული იყო იმერეთის ტერიტორია, ვინაიდან სათაფლიაში სწორედ უამრავი ხმელეთის დინოზავრის ნაკვალევია აღმოჩენილი.

ამის შემდეგ, უკვე ტეთისის ოკეანისგან მცირე აზიამ და კავკასიამ საბოლოოდ გამოყო მისი ჩრდილოეთი ნაწილი და ასე წარმოიქმნა 34 მილიონი წლის წინ პარატეთისის ოკეანე, იგივე პარატეთისის ზღვა.

შემდგომ პერიოდში დღევანდელი შავი ზღვის ტერიტორია გამტკნარებული ზღვა-ტბების ნაწილს წარმოადგენდა. ის თანდათან მცირდებოდა, ხოლო მისი მარილიონობა იზრდებოდა. 8 მილიონი წლის წინ მის ფარგლებში წარმოიქმნა პონტოს ზღვა, რომელიც მოიცავდა და ერთმანეთს აკავშირებდა შავსა და კასპიის ზღვებს და დაფარული ჰქონდა საქართველოს ჩრდილოეთ და სამხრეთ მაღალმთიანეთს შორის მყოფი ცენტრალური დაბლობი სიგრძეზე.

შავი და კასპიის ზღვები ერთმანეთს საბოლოოდ მხოლოდ 5.5 მილიონი წლის წინ დაშორდა, კასპიის ზღვა ხმელეთით აღმოჩნდა გარშემორტყმული და რეალურად ტბად გადაიქცა. დღეს ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტბაა. კასპიის ზღვა შავთან დაშორების შემდეგ მტკნარი დარჩა, ხოლო შავი ზღვა რამდენჯერმე შეუერთდა და კვლავ დაშორდა ხმელთაშუა ზღვას. საბოლოოდ ისინი დაახლოებით 8500 წლის წინ - ძვ.წ. 6500 წელს შეერთდნენ შავი ზღვის დიდი ადიდების გამო და მას შემდეგ წარმოიქმნა "ბოსფორის სრუტე".





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწილი მეორე)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
557
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
557
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0