x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
საქართველოს ღირსეული წარდგენა და გამარჯვება სტამბულის საერთაშორისო ფესტივალზე
მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "როკვა"-მ (ხელმძღვანელი ქ-ნ ნინო იმერლიშვილი, ქორეოგრაფი გიორგი პატაშური) საერთაშორისო ფესტივალზე "ISTANBUL INTERNATIONAL SUMMER CULTURE FESTIVAL EURASIA2019"-ზე გამარჯვება და ყველაზე მეტი ჯილდო მოიპოვა. ფესტივალი თურქეთში ქალაქ სტამბულში 30-31 აგვისტოს გაიმართა. საქართველოს წარმოადგენა მხოლოდ ერთი ანსამბლი და ეს ანსამბლი "როკვა"გახლდათ. ფესტივალში საქართველოს გარდა მონაწილეობდა ევროპისა და აზიის 10-მდე ქვეყანა.

image

ანსამბლი 1 თვის განმავლობაში ემზადება აღნიშნული ფესტივალისთვის და საქართველოს ღირსეული წარდგენისთვის. შრომამ შედეგი გამოიღო და ყველაზე დიდი მოწონება სწორედ ანსამბლ"როკვა"-ს საცეკვაო პერფორმანს ხვდა წილად.

"როკვა"-მ გაიმარჯვა ნომინაციებში საუკეთესო ქორეოგრაფია დაკომპოზიცია, ორგანიზატორების სიმპატია, მაყურებლის სიმპატია. ასევე ანსამბლი დაჯილდოვდა ქალაქ შილეს მერის სპეციალური პრიზით. ანსამბლი დააჯილდოვეს ბულგარეთის, რუმინეთის და საბერძნეთის წარმომადგენლებმაც.


"როკვა" მიიწვიეს ასევე რუმინეთის და საბერძნეთის 2020 წლის ფესტივალ-კონკურსებზე.

ფესტივალი არმოიცავდა საპრიზო ადგილებს ან გრანპრს.

კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქართული ცეკვა უკვდავების სიმბოლოა. ქართული ხელოვნება ყველასთვის გასაოცარ ფენომენად არის ქცეული.

image

imageimageimageimageimageimageimageimageimage








0
86
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბასილაშვილი
ნინო ბასილაშვილი
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0