x
მეტი
  • 20.10.2019
  • სტატია:95764
  • ვიდეო:343123
  • სურათი:457721
რუსეთში მკვეთრად იმატა "ღვაწლმოსილი პოლკოვნიკების" რიცხვმა, რომლებიც რეალურად არ არიან პოლკოვნიკები

image რუსეთში ბოლო პერიოდში იმატა "დამსახურებული ოფიცრების" რიცხვმა, რომლებიც რეალურად ოფიცრები არ არიან.
ახლა წარმოგიდგენთ ასეთი რუსი ოფიცრების კოლაჟს, რომლებიც უკვე გაშიფრული არიან ექსპერტების და საზოგადოების მიერ.
მაშ ასე ზედა სურათზე მედალ-ორდენებით მკერდსავსე "პოლკოვნიკი" ნოვოსიბირსკელი იგორ რიბაკოვია, რომელიც მისი სიტყვებით ცალკეულ საჰაერო-სადესანტო პოლკში მსახურობდა და "ინტერნაციონალური" მისიით იმყოფებოდა ავღანეთში 1984 წლიდან 1989 წლამდე.
თუმცა იმ პერიოდში 345-ე ცალკეულ, საჰაერო-სადესანტო პოლკში ეს "სახელმოხვეჭილი მზვერავი" ვერავინ გაიხსენა და არც პოლკის არქივში აღმოჩნდა მასზე რაიმე სახის ინფორმაცია.
თუმცა სიმართლე არ დაიმალება და მალევე გაირკვა, რომ იგორ რიბაკოვს არასდროს უმსახურია საჰაერო-სადესანტო ჯარებში, მოძიებულ იქნა მისი ჯარში ყოფნის დროინდელი სურათი, სადაც ის საჰაერო ძალების სერჟანტია.
image საზოგადოების ზეწოლის შედეგად, გამოირკვა, რომ "პოლკოვნიკმა" დიდხანს ივარჯიშა ფოტოშოპით, სანამ მისი დახმარებით "პოლკოვნიკი" გახდებოდა.
image კიდევ ერთი "პოლკოვნიკი" ვიტალი გორბანი. რომელმაც "იომა" ყველგან, ლამის დედამიწის ყველა "ცხელ წერტილში", ამასთან ერთად "კგბ"-ს და "ფსბ"-"ოფიცერია".
ისიც იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ არანაირი მებრძოლი ოფიცერი არ იყო და ყველაფერი ფოტოშოპის "დამსახურება" იყო.
image კიდევ ერთი "პოლკოვნიკი", ვინმე ევგენი ნოვოსიბირსკიდან, ამ "პოლკოვნიკმაც" აღიარა, რომ ფოტოშოპის დახმარებით გახდა "პოლკოვნიკი", რეალურად კი ეფრეიტორის წოდება აღმოაჩნდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურის პერიოდიდან.

image გასაგებია ვიღაცას მოუნდა თავის გამოჩენა და გამოიყენა ფოტოშოპი, მაგრამ საინტერესოა ნამდვილ პოლკოვნიკს, რეალურად ამ მედლების და ორდენების მფლობელ სამხედრო ექიმ ვლადიმერ სიდელნიკოვს რაშო დასჭირდა ფოტოშოპის გამოყენება.
ამ ექიმს ასობით მებრძოლი ჰყავს გადარჩენილი, ანგოლაში, ავღანეთში, ტაჯიკეთში, ჩეჩნეთში და ბალკანეთში, კერძოდ კი იუგოსლავიაში.
ორჯერ დაიჭრა ავღანეთში, ორივე საომარი კამპანიაში გროზნოს შტურმში იღებდა მონაწილეობას. ნამდვილი ოფიცერი და ნამდვილი გმირი და მოულოდნელად ვიღაცის ფორმაში ჩასმული მისი თავი ძალზე უცნაური სანახავია.
ესეც ფორმა სადაც ამ ადამიანებმა ჩასვეს საკუთარი თავი ფოტოშოპის დახმარებით, მათ შორის ნამდვილმა პოლკოვნიკმაც.
image





0
375
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
375