x
მეტი
  • 20.10.2019
  • სტატია:95764
  • ვიდეო:343124
  • სურათი:457721
ჟურნალისტი გურამ როგავა "რუსთავი 2"- ში გადავიდა

image
ჟურნალისტმა გურამ როგავამ "საზოგადოებრივი მაუწყებელი " დატოვა და მუშაობას ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ში გააგრძელებს.


ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.image

რაც შეეხება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დატოვებას, ამის შესახებაც ჟურნალისტმა სოციალური ქსელით ამცნო საზოგადოებას.


"დღეს დავტოვე პირველი არხი, სადაც 3 წელი და 3 თვე გავატარე.

მადლობა მაუწყებელში მომუშავე ადამიანებს. წამოვედი, მაგრამ ვრჩები საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გულშემატკივრად!

ახლა ჩემს ცხოვრებაში ახალი გამოწვევის დროა.

შევხვდებით მალე!"- დაწერა როგავამ 13 სექტემბერს.



21 აგვსიტოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების უმრავლესობამ დატოვა. მას შემდეგ "კურიერი" ეთერში არ გასულა.


26 აგვისტოს კი ცნობილი გახდა რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს.


ასევე რუსთავი 2 ში დაბრუნდა ჟურნალისტი ნინო შუბლაძე.


20 აგვისტოს რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ნოდარ მელაძის გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ ამ პოსტზე ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილებოდა.


0
50
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0