x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ამაღამ მთვარის მე-18 დღეა, მისი სახელწოდებაა ''სარკე'' - რას მოასწავებს ეს და რაზე გვაფრთილებს ასტროლოგი
image


სავსემთვარეობის (14 სექტმებერი) შემდეგ, როდესაც საიცოცხლო და მენტალური ენერგია ზენიტშია ხოლმე, მომდევნო დღეების განმავლობაში აღნიშნული ენერგია შესუსტებას იწყებს.

ზოგადად, უახლოესი დღეები შესანიშნავი დროა ძველი, დრომოჭმული ჩვევებისგან გასათავისუფლებლად, შეგიძლიათ რაიმე ახალიც მოსინჯოთ. პირად ურთიერთობებში ეს დაახლოვებისა და რომანტიკის პერიოდია, ასევე თვით-განვითარებისა და კრეატიულობის.

თუმცა კონკრეტულად 16 სექტმებერი ჭარბი ემოციებით დატვირთული დღე იქნება. ამ დღეს ასტროლოგები ყველაფერში მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობას გვირჩევენ, საქმიანი გარიგებების დადებისგან კი - თავშეკავებას.



"დღეს მთვარის მე-18 დღეა, მისი სახელწოდებაა ''სარკე''. ამ დღეს თუ ვინმე თქვენს გარშემო ნეგატიურ ქმედებას გამოავლენს, კარგად დაუფიქრდით, ხომ არ ხართ ანალოგიური თვისებების მატარებლები თავად, და სამყარომ სპეციალურად ხომ არ ჩაგახედათ თავის სარკეში", - წერს სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი.


***

ას­ტრო­ლო­გი­ა­ში გვაქვს ასე­თი ტერ­მი­ნი რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბა. ეს არის პლა­ნე­ტის ისე­თი მოძ­რა­ო­ბა, რო­მე­ლიც დე­და­მი­წი­დან დამ­კვირ­ვებ­ლის თვა­ლით უკუს­ვლად ანუ მისი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ აღიქ­მე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რო­გორც ვთქვით, ეს უკუს­ვლა მხო­ლოდ ოპ­ტი­კუ­რი ილუ­ზი­აა დამ­კვირვლე­ბის­თვის, ის მა­ინც საკ­მა­ოდ დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ზე.


ყვე­ლა პლა­ნე­ტას გარ­და მზი­სა და მთვა­რი­სა, რომ­ლე­ბიც ფაქ­ტობ­რი­ვად მნა­თო­ბე­ბი არი­ან, აქვთ ასეი რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბის პე­რი­ო­დე­ბი. ამ­ჯე­რად სა­ტურნ­ზე ვი­სა­უბ­რებთ. რად­გან ის მა­ი­სის თვი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი რეტ­როგ­რა­დუ­ლი იყო და ახლა, 18-ში თა­ვის სწორ სვლა­გეზს უბ­რუნ­დე­ბა.


თუმ­ცა 14 რი­ცხვი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ტურ­ნი სტა­ტი­კუ­რი იქ­ნე­ბა, ანუ შე­მობ­რუ­ნე­ბამ­დე სიჩ­ქა­რეს და­აგ­დებს და სვლას შე­ა­ჩე­რებს. სა­ტურნს ას­ტრო­ლო­გე­ბი სო­ცი­ა­ლურ პლა­ნე­ტა­თა ჯგუფს მი­ვა­კუთ­ვნებთ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ეს მოვ­ლე­ნა ნაკ­ლებ ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს, სა­მა­გი­ე­როდ, ჩვე­ნი ყო­ფის სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებ­ზე უფრო აი­სა­ხე­ბა. ანუ გლო­ბა­ლუ­რი დატ­ვირ­თვა უფრო მე­ტია.


რა სა­კი­თხე­ბი შე­ფერ­ხდე­ბი­ან სა­ტურ­ნის სა­ბო­ლოო დი­რექ­ტუ­ლო­ბა­ზე გა­დას­ვლამ­დე, ანუ 18 სექ­ტემ­ბრამ­დე?


პირ­ველ ყოვ­ლი­სა, მინ­და გა­იხ­სე­ნოთ - რა ხდე­ბო­და თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. აპ­რი­ლის ბო­ლოს - მა­ი­სის პირ­ველ რი­ცხვებ­ში, რად­გან ეს ის დროა, რო­დე­საც სა­ტურ­ნი რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბა­ში გა­და­დი­ო­და, ამი­ტომ შე­საძ­ლოა იმ პე­რი­ო­დის ამ­ბებ­მა შე­გახ­სე­ნოთ ახლა თავი.


სტა­ტი­კუ­რი სა­ტურ­ნის დროს არაა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა, რად­გან მი­იჩ­ნე­ვა, რომ ახა­ლი კა­ნო­ნე­ბი რე­ა­ლურ ძა­ლას ვერ შე­ი­ძე­ნენ და მხო­ლოდ ფურ­ცელ­ზე და­წე­რი­ლად დარ­ჩე­ბი­ან. წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ამ დროს და­წყე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ საქ­მე რე­მონტს ან მშე­ნებ­ლო­ბას ეხე­ბა. უშე­დე­გოდ დარ­ჩე­ბა ჩვე­ნი მცდე­ლო­ბე­ბი მი­ვაღ­წი­ოთ სა­მარ­თალს. არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო დღე­ე­ბია სა­ცხოვ­რებ­ლის და სამ­სა­ხუ­რის შე­საც­ვლე­ლად, კა­რი­ე­რა სე­რი­ო­ზუ­ლად და­პა­უ­ზე­ბუ­ლია.


სა­მა­გი­ე­როდ, კარ­გი პე­რი­ო­დია ქორ­წი­ნე­ბი­სათ­ვის. ასეთ დღე­ებ­ში გა­ფორ­მე­ბუ­ლი კავ­ში­რე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ურ­ყე­ვია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თუ თქვე­ნი პი­რა­დი ჰო­როს­კო­პიც უწყობს ამას ხელს.


18 რი­ცხვის მე­რეც არ ღირს და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი და ნაჩ­ქა­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. სა­ტურ­ნი ძა­ლი­ან ნელი პლა­ნე­ტაა, და სიჩ­ქა­რის ასაკ­რე­ფად საკ­მაო დრო სჭირ­დე­ბა. მი­თუ­მე­ტეს, რომ ის ახლა თხის რქის ნი­შანს გა­დის, რაც კი­დევ უფრო ხაზს უს­ვამს ყვე­ლა ქმე­დე­ბა­ში სა­ტურ­ნი­ა­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას - ანუ პრაგ­მა­ტუ­ლო­ბა­სა და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლო­ბას, კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­მე­დე­ბას.


სიჩ­ქა­რე არ ღირს, მაგ­რამ მე­ო­რეს მხრივ, არც უმოქ­მე­დო­ბა უყ­ვარს სა­ტურნს. ის მკაც­რი გა­მომ­ცდე­ლი­ვით გვი­წყობს ჩამ­ჭრელ გა­მოც­დებს, მაგ­რამ ამას ბო­რი­ტი ზრახ­ვით სუ­ლაც არ აკე­თებს, პი­რი­ქით, გუ­ლის სიღ­რმე­ში ამ დიდ მას­წავ­ლე­ბელს ძა­ლი­ან სურს დარ­წმუნ­დეს, რომ ჩვენ რე­ა­ლუ­რად ვართ შე­ქე­ბი­სა და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ჯილ­დოს ღირ­სე­ბი. მას უყ­ვარს ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა, ჯი­უ­ტად და შე­უ­პოვ­რად შრო­მა, მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ბრძო­ლა და სწორ დროს სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა.


არ და­გა­ვი­წყდეთ, სა­ტურ­ნი ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნე­ბე­ლია და მისი სა­ჩუქ­რე­ბი შე­საძ­ლოა თქვენს წარ­მო­სახ­ვა­საც კი აღე­მა­ტე­ბო­დეს


მო­დით კი­დევ ერთხელ და უფრო ვრცლად გა­ვიხ­სე­ნოთ ის სფე­რო­ე­ბი, რო­მელ­საც სა­ტურ­ნი გა­ნა­გებს - ჩვე­ნი სხე­უ­ლი. ეს გახ­ლავთ მშე­ნებ­ლო­ბა, სამ­თო საქ­მე, მა­და­ნის მო­პო­ვე­ბა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, სხვა­დას­ხვა სა­ხის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი, მათ შო­რის ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი ძვლო­ვა­ნი სის­ტე­მა, რო­მელ­საც ეყ­რდნო­ბა ჩვე­ნი სხე­უ­ლი. თუ თქვენ ამ სფე­რო­ე­ბი­დან რო­მე­ლი­მე გე­კუთ­ვნით, და ბოლო თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე საქ­მე შე­ფერ­ხე­ბე­ბით მიგ­დი­ო­დათ, ახლა ყვე­ლა­ფე­რი მალე თა­ვის კა­ლა­პოტ­ში ჩად­გე­ბა:


დი­რექ­ტულ სა­ტურნ­ზე (18 რი­ცხვის მერე) ძა­ლი­ან კარ­გია არა მხო­ლოდ მშე­ნებ­ლო­ბის ან რე­მონ­ტის და­წყე­ბა, არა­მედ ტყა­ვის ნა­წარ­მის შე­ძე­ნაც. აგ­რეთ­ვე ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქვე­ბის ყიდ­ვაც სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­და­ნაა უკე­თე­სი. ასე­ვე სინსვლი­თი სა­ტურ­ნის დროს უმ­ჯო­ბე­სია ისე­თი სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბის შე­ძე­ნაც, რომ­ლე­ბიც დიდი ხანი გინ­დათ რომ გქონ­დეთ ხმა­რე­ბა­ში.


ერთი კი­დევ რაც მინ­და აქვე ავღ­ნიშ­ნო, რომ ეს ასე­ვე ძალ­ზე შე­სა­ფე­რი­სი დროა ნე­ბის­ყო­ფის და კონ­ცენ­ტრა­ცი­ის უნა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის­თვის, იმის­თვის რომ გავ­ხდეთ უფრო მომთმე­ნე­ბი, დი­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი, თუნ­დაც უფრო პუნ­ქტუ­ა­ლუ­რე­ბი. ყვე­ლა­ფერ ამა­საც სა­ტურ­ნი გა­ნა­გებს.


სა­ტურ­ნი დი­რექ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი წლის მა­ი­სამ­დე. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ღაც რა­ღა­ცე­ე­ბის ახ­ლე­ბუ­რად რე­ორ­გა­ნი­ზე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვი­წი­ოს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ძვე­ლი თე­მე­ბი­დან რა­ღაც სა­კი­თხე­ბი და­ი­ხუ­რე­ბა და წარ­სულს ჩა­ბარ­დე­ბა. წინ წა­მო­ი­წევს კა­რი­ე­რუ­ლი, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, თუმ­ცა სა­ა­მი­სოდ თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო.


და ბო­ლოს, ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა იმა­საც, რომ ყვე­ლა­ფე­რი რა­ზე­დაც ვი­სა­უბ­რე, ეხე­ბათ მათ, ვი­საც პი­რად რუ­კა­ში ეს პლა­ნე­ტა დი­რექ­ტუ­ლი ჰყავთ. რეტ­როგ­რა­დუ­ლი სა­ტურ­ნი­ა­ნე­ლე­ბის მომ­დევ­ნო შან­სე­ბი კი 2020 წლის მა­ი­სი­დან ჩა­ირ­თვე­ბა და სექ­ტემ­ბრის და­სას­რუ­ლამ­დე გას­ტანს".


ასევე ნახეთ:


როგორია 13-15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი და შაბათის სავსემთვარეობა - "შესაძლებელი გახდება ძველი ურთიერთობების აღდგენა"


ხიფათიანი დღეები სექტემბერში - ასტროლოგი სიას აქვეყნებს


რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს სექტემბერში - ხათუნა ნოელის ასტროლოგიური პროგნოზი და რჩევები


"ამ პერიოდში შესაძლოა წარსულში მიტოვებული ადამიანები გამოჩნდნენ" - როგორი იქნება მომდევნო 5 თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
1984
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1984
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0