x
მეტი
  • 20.10.2019
  • სტატია:95764
  • ვიდეო:343123
  • სურათი:457721
რა კავშირი აქვს საქართველოსთან ცნობილ რუს მსახიობსა და ტელეწამყვან ლარისა გუზეევას

image არცთუ დიდი სნის წინ ცნობილი რუსი მსახიობისა და ტელეწამყვანის ლარისა გუზეევას ცხოვრებაში მოხდა სადღესასწაულო შემთხვევა: დაოჯახდა მისი შვილი გიორგი. ქორწილი საქართველოში ქართული ტრადიციების დაცვით ჩატარდა და ეს ქორწილი არ იყო ერთადერთი რამ, რაც ლარისა გუზეევას საქართველოსთან აკავშირებს.
90-იანი წლების დასაწყისში გუზეევა დათანხმდა მონაწილეობა მიეღო ერთერთ ქართულ ფილმში, რომელშიც მოქმედებები ვითარდებოდა თბილისში. გადაღებები მიდიოდა თბილისში ლარისასათვის უცხო ქვეყანაში და უცხო ენაზე.
გადასაღებ მოედანზე ლარისამ გაიცნო კახა თოლორდავა, რომელიც ფილმში სასულიერო პირს განასახიერებდა. კახა პროფესიით რედაქტორი გახლდათ, არაჩეულებრივი ინტელექტუალი, რომელიც რამდენიმე ევროპულ ენაზე თავისუფლად საუბრობდა, წერდა წიგნებს. რომანმა ორ ტემპერამენტიან ახალგაზრდას შორის მალევე "იფეთქა".
ურთიერთობა გრძელდებოდა სამოქალაქო ომის პერიოდშიც, ახალგაზრდა წყვილმა დატოვა საქართველო და საცხოვრებლად გადავიდა პეტერბურგში. 1992 წელს პეტერბურგში გადაბარგებისას ლარისა ორსულად იყო, მალევე შეეძინათ ბიჭი, რომელსაც სახელად გიორგი დაარქვეს.
წყვილს შორის ქორწინების ოფიციალურად რეგისტრაცია გიორგის დაბადებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.
სამწუხაროდ შეყვარებულმა წყვილმა ვერ შესძლო შეენარჩუნებინა ოჯახი: მიზეზი კი ერთი რამ იყო, ისინი სხვადასხვა სამყაროს ეკუთვნოდნენ. კახა მკაცრი ქართული ტრადიციებით აღზრდილი და მიმდევარი მამაკაცი, რომელმაც ვერ აიტანა პეტერბურგის ბოჰემური ცხოვრება. ლარისამაც ვერ დათმო პეტერბურგი და წყვილი დაიშალა.
კახას განქორინების მიუხედავად შვილთან კონტაქტი არ შეუწყვეტია და თბილისში ცხოვრების მიუხედავად ხშირად ნახულობს შვილს-გიორგი თოლორდავას.
კახამ შესძლო და ყოფილ მეუღლესთან კარგი ურთიერთობაც შეინარჩუნა.
გუზეევა დღესაც დიდი სიყვარულით და ნოსტალგიით იხსენებს იმ პერიოდს, როცა ის საქართველოში ცხოვრობდა. ასევე დიდი სიყვარულით ხშირად საუბრობს ქართველ მსახიობზე, ია ნინიძეზე, რომელთანაც მეგობრობდა თბილისში ცხოვრების დროს, ისინი მეზობლები იყვნენ და სამოქალაქო ომის გამო გაპარტახებულ თბილისში ერთანეთს ეხმარებოდნენ თავის გატანაში.
საქართველოში დაფუძნება მან ვერ შესძლო, თუმცა ლარისასთან დარჩა საქართველოს სიყვარული.


0
610
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
610