x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჯანეტ ქერდიყოშვილი ორსულადაა
image


პოპულარული ქართველი მოდელი, ყოფილი „მის საქართველო“ ჯანეტ ქერდიყოშვილი ინსტაგრამის პირად გვერდზე ახალ ფოტოს აქვეყნებს. მან საჯაროდ პირველად გამოაჩინა მისი ორსულობა, რომელსაც მანამდე საგულდაგულოდ მალავდა და ღიად არსად გაუმჟღავნებია. ყველაფრის მიუხედავად, სოციალურ ქსელებში და ონლაინ მედიაში აქტიურად საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ ქერდიყოშვილი ნოე სულაბერიძისგან რამდენიმე თვის ორსული იყო.


უცნობია, რომელ პოპულარულ კურორტებზეა გადაღებული ჯანეტის ორსულობის ამსახველი ფოტოები, თუმცა ის ფაქტი, რომ ნოე და ჯანეტი მალე მშობლები გახდებიან, უტყუარად ჩანს.


შეგახსენებთ, პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი სულ ახლახან დაქორწინდნენ. მათი ულამაზესი ქორწილის ამსახველი კადრები საზოგადოებამ არაერთხელ იხილა. მათი ჯვრისწერა სულ ახლახან შედგა სამების საკათედრო ტაძარში.



ნოე სოციალურ ქსელში Instagram-ის „ფოლოვერებს“ პასუხობს.


„ორსულებს რომ ახასიათებთ, ჯანეტს აქვს სასწაული მოთხოვნები?“ – წერს წყვილის თაყვანისმცემელი. ნოე, თავის მხრივ, გულახდილად პასუხობს – „ამ მდგომარეობაშიც უსაყვარლესია“ და პასუხს მოდელის ფოტო დაურთო, რომელიც, სავარაუდოდ, სანტორინიშია გადაღებული. ქართველი პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში ულამაზეს მეუღლესთან ერთად ძალიან ბევრ ფოტოს აქვეყნებს. ისინი ევროპის სხვადასხვა ულამაზეს ქვეყანაში ერთად მოგზაურობენ.


ნოესა და ჯანეტისთვის ეს პირველი შვილი იქნება. თუმცა, ნოეს წინა ორი ქორწინებიდან გოგონა და ბიჭი ჰყავს. ნოეს პირველი ვაჟი ალექსანდრე რუსკა მელაძისგან ჰყავს, რომელიც შვედეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ხოლო გოგონა ლიზი – „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ ეკა სამხარაძისგან. ბავშვები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და ღვიძლი და-ძმასავით ურთიერთობა აქვთ, ამიტომ ვერავის შეაქვს ეჭვი, რომ სხვადასხვა დედა ჰყავთ. მალე მათ მესამე ნახევარძმა ან და ეყოლებათ.

0
200
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0