x
თავდასხმა ნავთობის საბადოებზე - მსოფლიო ნავთობის დეფიციტის ზღვარზე!
image

გასული ზაფხულის განმავლობაში არაერთხელ ვნახეთ, თუ როგორ დაიძაბა ურთიერთობა სპარსეთის ყურეში ირანსა და შეერთებულ შტატებს, ასევე რეგიონში მის მოკავშირეებს შორის. ეს, რა თქმა უნდა, გამოწვეულია ზოგადი დაძაბულობით, თუმცა 20 ივნისს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC-ის) საჰაერო ძალებმა ამერიკული დრონი ჩამოაგდეს, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჰაერო დარტყმები ირანზე შეტევამდე 10 წუთით ადრე გააუქმა, ამის მიზეზად კი არაპროპორციული პასუხი დაასახელა - ირანმა ამერიკის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო ანუ ადამიანური მსხვერპლი ინციდენტს არ მოჰყოლია, ამერიკული დარტყმების შედეგად კი ირანის მხრიდან 150 ადამიანი დაიღუპებოდა.


ამას მალევე მოჰყვა დაპირისპირების ახალი ტალღა. 4 ივლისს გიბრალტარის სრუტეში დააკავეს ირანის მფლობელობაში არსებული ნავთობის ტანკერი Grace 1, რასაც მალევე მოჰყვა ირანის მხრიდან სპარსეთი ყურეში უკვე დიდი ბრიტანეთის მფლობელობაში არსებული ტანკერის Stena Impero დაკავება. აღსანიშნავია, რომ Grace 1, რომელსაც შემდეგ Adrian Darya 1 უწოდეს, უკვე გაანთავისუფლეს, ბრიტანული ტანკერი კი ჯერ კიდევ პატიმრობაში რჩება.


ამის შემდეგ ვნახეთ, რომ უკვე ამერიკელებმა ჩამოაგდეს ირანული დრონი სპარსეთის ყურეში, საკუთარი სამხედრო ხომალდების დაცვის მიზნით, თუმცა ამას რაიმე ძლიერი პასუხი ირანის მხრიდან არ მოჰყოლია.



ეს შესავალი იმისთვის გავაკეთეთ, რომ ბოლოს მომხდარი თავდასხმა საუდის არაბეთში არსებულ ნავთობტერმინალებზე აბკაიკსა და ჰურაისში ამ მოვლენებთან კავშირში უნდა განვიხილოთ. ეს არის ირანი-შეერთბულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შორის დაპირისპირების გაგრძელება, რაც ფაქტია, რომ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო სახიფათო ხდება.


მართალია თავდასხმაზე იემენში არსებულმა ჰუსიტების დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა, მაგრამ ეს დაახლოვებით იმ სცენარს ჰგავს, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონში არსებული დე-ფაქტო მთავრობა საზღვარს გადმოწევს, ოფიციალური მოსკოვი კი განაცხადებს ხოლმე, რომ მათ ამასთან საერთო არაფერი აქვთ. იგივე ვითარება გვაქვს ამ შემთხვევაშიც - ჰუსიტების დაჯგუფებას ზურგს უმაგრებს ირანი. თეირანი ოფიციალურად უარყოფს რომ არათუ თავდასხმაში არ მიუღია მონაწილეობა, არამედ ამასთან საერთო არაფერი აქვთ, თუმცა მარტივი მისახვედრია, რომ როდესაც საქმე ეხება ამ მასშტაბის შეტევას, ეს ირანის ჩარევის გარეშე ვერ განხორციელდება. იხილეთ ვრცლად

0
121
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0