x
მეტი
  • 17.10.2019
  • სტატია:95740
  • ვიდეო:343060
  • სურათი:457670
"მსუქანა“: მაკგრეგორის მეუღლემ საცურაო კოსტიუმში გულშემატკივრებს იმედები გაუცრუა

image


კონორ მაკგრეგორი MMA-ის (Mixed Martial Arts წარმოადგენს შერეულ საბრძოლო ხელოვნებას) ერთ–ერთ ყველაზე სკანდალურ სპორტსმენად ითვლება, რომლის თითოეული გამოსვლაც რინგზე ტაბლოიდების განხილვის თემად დაუყონებლივ იქცევა ხოლმე. ცოტა ხნის წინ, პაპარაცებმა შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი ზღვის სანაპიროზე საკუთარ მეორე ნახევართან, დი დევლინთან ერთად დააფიქსირა. გოგონა არც მსახიობი და არც მოდელია, თუმცა, ამან სპორტსმენის გულშემატკივრების კრიტიკისგან მისი ცხოვრების მეგზური მაინც ვერ იხსნა.


imageimage

შეყვარებული წყვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ინტერნეტმომხმარებლის უმრავლესობა საკუთარ აღშფოთებას ვერ მალავდა და ამტკიცებდა, რომ ასეთი იდეალური აღნაგობის მამაკაცი გვერდით მხოლოდ მოდელის გარეგნობის გოგონას იმსახურებდა. თუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დიმ მეორე შვილი სულ ცოტა ხნის წინ გააჩინა და სავარაუდოდ, ძველ ფორმას ის ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა.


imageimage

თუმცა, როგორც ჩანს, თავად მაკგრეგორს ცოლის ზედმეტი კილოგრამები საერთოდ არ აღელვებს. სანაპიროზე, ის თავისი ერთგული მეუღლისადმი, რომელიც მასთან მისი კარიერის პირველივე წლებიდან არის, სიყვარულისა და რომანტიკული გრძნობების დემონსტრირებას, მათკენ მიმართული ჩასაფრებული პაპარაცების ფოტოობიექტივების მიუხედავად, მაინც არ ერიდებოდა.


image



0
1076
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1076