x
image
მაია 24
"ამისთვის ღირდა ჩემი ჰარი-ჰარალეში გატარებული ცხოვრება" - ბექა ჩხაიძის ქალები, მესამე ქორწინება და ოჯახური ფოტოები
image


მომ­ღე­რა­ლი ბექა ჩხა­ი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოჯა­ხუ­რი იდი­ლი­ის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ბებს აქ­ვეყ­ნებს. მომ­ღე­რა­ლი 2018 წლის ივ­ლის­ში მე­სა­მედ და­ქორ­წინ­და. მისი რჩე­უ­ლი სტუ­დენ­ტი ანი ჩხე­ი­ძეა. ანი ბრა­ტის­ლა­ვას ეკო­ნო­მი­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია, წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­იც­ნო.


ბე­ქას მე­გობ­რე­ბის­თვის მისი და­ქორ­წი­ნე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო - ბე­ქამ ერ­თობ­ლი­ვი ფოტო გვი­ან ღა­მით სოც-ქსელ­ში გა­ნა­თავ­სა და და­წე­რა: "ჩემი გო­გოა ეს, მიყ­ვარს ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან".


image



მომ­ღერ­ლის­თვის ეს მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბაა, ის 2017 წლის ზა­ფხულ­საც და­ქორ­წინ­და შსს-ს თა­ნამ­შრო­მელ თე­ო­ნა ჯა­ფა­რი­ძე­ზე, რო­მელ­საც სკან­და­ლუ­რად და­შორ­და.


image


"ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი თუ ვინ­მეა ამ­ქვეყ­ნად, ღმერ­თმა გა­ბედ­ნი­ე­როთ ყვე­ლა. "ჩემი ბარ­დღუ", ჩემი დღე­სას­წა­უ­ლია ეს გოგო, ამ ყვე­ლაფ­რის­თვის ღირ­და ჩემი ჰარი-ჰა­რა­ლე­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა", - წერს მე­სა­მე ცოლ­თან ქორ­წი­ლის ფო­ტო­ზე მომ­ღე­რა­ლი.

წყვილს უკვე შვი­ლიც ჰყავს, პა­ტა­რა ერეკ­ლე.


image


"ერთი წე­ლიც გა­სუ­ლა ამა­სო­ბა­ში ბედ­ნი­ე­რი ერთი წელი კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი წელი მოგ­ვცეს ღმერ­თმა ბედ­ნი­ე­რი. გვიყ­ვარ­ხარ მე და ერეკ­ლეს "ბარ­დღუ"", - წერს ერთ-ერთი ოჯა­ხუ­რი ფო­ტოს აღ­წე­რა­ში მომ­ღე­რა­ლი.


image


ბექა თბი­ლის­ში ერთ-ერთ სა­სურ­ველ სა­სი­ძოდ ით­ვლე­ბო­და. მისი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ე­ბი ხში­რად ხვდე­ბო­და ყვი­თე­ლი პრე­სის ფურ­ცლებ­ზე.

წლე­ბის წინ ბექა სკან­დალ­ში ბიზ­ნეს­მენ ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის შვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის გამო გა­ეხ­ვა. წყვი­ლი გა­ი­პა­რა.

თუმ­ცა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ვანო ჩხარ­ტიშ­ვილ­მა შვი­ლი აი­ძუ­ლა, ბე­ქას წი­ნა­აღ­მდეგ მი­ე­ცა ჩვე­ნე­ბა. მა­შინ ბექა ცი­ხე­ში მოხ­ვდა. ორ­თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ ბექა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.


image


მე­ო­რედ ბე­ქას სიყ­ვა­რუ­ლით ქარ­თუ­ლი პრე­სა მა­შინ და­ინ­ტე­რეს­და, რო­დე­საც ის და მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ეკო ფან­გა­ნი ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბოდ­ნენ.


"ცოლად გამომყევი, რა" - ტელეწამყვან ეკო ფანგანის "ცხელი" ფოტოები


ურ­თი­ერ­თო­ბა ქორ­წი­ნე­ბით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, წყვი­ლი ეკო ფან­გა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­შორ­და. მი­ზე­ზი კი ის გა­რე­მო­ე­ბა გახ­და, რომ ბექა ქა­ლებ­თან ფლირტს ვერ გა­და­ეჩ­ვია.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


ასევე ნახეთ:


ლიზა ყენიას ნახევრადშიშველი ფოტოები - მომღერლის 15 ფოტოკოლაჟი, რომელიც ფანებს "სუნთქვას შეუკრავს"


ვასო ფხაკაძის ულამაზესი მეუღლე და შვილები - იუმორისტისა და მოდელის ოჯახური იდილია (+17 ფოტოკოლაჟი)



ჩემს შვი­ლებს სოფ­ლის პრო­დუქ­ტე­ბი, ცხე­ნე­ბით ჯი­რი­თი და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვართ - სად და როგორ ისვენებს მერის ოჯახი


"ჩვენი ამბავი, თითქოს სახლში დაბრუნებას ჰგავს, ბავშვობაში" - ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის სიყვარულის ამბავი და ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან



სხვა საინტერესო სტატიები ნახეთ არხზე: მაია 24

1
2182
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
2182
  
2019, 19 სექტემბერი, 12:11
კაცი, რომელიც თავის ქალებზე ისაუბრებს კაცი არაა, რადგან ესაა თემა, რომელიც მუდამ დახურული უნდა იყოს.
0 1 1