x
image
თორ ნიკე
Mediator image
ტრაპიზონის იმპერია
ტრაპიზონის იმპერია


ტრაპიზონის იმპერია იყო ძლიერი ქართულ-ბერძნული, საქართველოს სამეფოს დაქვემდებარებული სახელმწიფო, დედაქალაქით ტრაპიზონი (კოლხთა ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქი). ყოფილი პონტოს სამეფოს ადგილას. ტრაპიზონის იმპერია წარმოიქმნა ბიზანტიის იმპერიის რღვევის შემდგომ და იარსება 1204-1461 წლებში. ეს იმპერია შეიქმნა თამარ მეფის ინიციატივით და ბაგრატიონთა სამეფო გვარის მიერ, ხოლო ამ იმპერიის მმართველობა გადაულოცეს თავისზე დაქვემდებარებულ ბერძნულ სამეფო საგვარეულოს - კომნენოსებს. კერძოდ ტრაპიზონის იმპერიის პირველ იმპერატორად თამარმა დასვა ბიზანტიის მმართველი კომნენოსთა დინასტიის ბოლო იმპერატორის - ანდრონიკე I-ის შთამომავალი, საქართველოს სამეფო კარზე ქართულად აღზრდილი და თავადვე თამარ მეფის დის - რუსუდანის შვილი - ალექსი კომნენოსი. ალექსის მამა კი გახლდათ ბიზანტიის სევასტოკრატორი მანუელ კომნენოსი.

ტრაპიზონის იმპერია მოიცავდა უძველეს კოლხურ მიწებს - ლაზეთს, ჭანეთს, ხალიბეთს და ქალდეას. მისი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სწორედ კოლხები (ლაზები, ჭანები, იგივე მთიელი ლაზები, ხალიბები და ქალდები) შეადგენდნენ, ხოლო მოსახლეობის რაოდენობით მეორე ადგილს ბერძნები იკავებდნენ. ამ იმპერიის გარშემო კი ძლიერდებოდა ისლამური ოკეანე (ტრაპიზონის ბერძნები საბერძნეთში იქნენ გადასახლებულნი მე-20 საუკუნეში). ასე რომ ალექსი კომნენოსმა შექმნა პრო-ქართული ლაზურ-ბერძნული მართლმადიდებლური სახელმწიფო - ტრაპიზონის იმპერია და მიიღო ტიტული მეგას ანუ "დიდი".



ტრაპიზონის იმპერატორები


1. ალექსი I მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1204-1222 წლებში.



ალექსი I მეგას კომნენოსი




2. ანდრონიკე I გიდოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1222-1235 წლებში.


ანდრონიკე I გიდოსი



3. იოანე I აქსოუხოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1235-1238 წლებში.


იოანე I აქსოუხოსი




4. მანუელ I მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1238-1263 წლებში.


მანუელ I მეგას კომნენოსი




5. ანდრონიკე II მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1263-1266 წლებში.


ანდრონიკე II მეგას კომნენოსი




6. გიორგი მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1266-1280 წლებში.


გიორგი მეგას კომნენოსი




7. იოანე II მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1280-1284 და ასევე 1285-1297 წლებში.


იოანე II მეგას კომნენოსი



8. თეოდორა მეგალე კომნენე - ტრაპიზონის იმპერატორი 1284-1285 წლებში.


თეოდორა მეგალე კომნენე




9. ალექსი II მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1297-1330 წლებში.


ალექსი II მეგას კომნენოსი




10. ანდრონიკე III მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1330-1332 წლებში.


ანდრონიკე III მეგას კომნენოსი




11. მანუელ II მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1332 წელს. 8 იანვრიდან სექტემბრამდე.


მანუელ II მეგას კომნენოსი




12. ბასილ მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1332-1340 წლებში.


ბასილ მეგას კომნენოსი




13. ირენე პალაიოლოგინა - ტრაპიზონის იმპერატორი 1340-1341 წლებში.


ირენე პალაიოლოგინა




14. ანა ანაჩოტლუ - ტრაპიზონის იმპერატორი 1341-1342 წლებში.


ანა ანაჩოტლუ




15. იოანე III მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1342-1344 წლებში.


იოანე III მეგას კომნენოსი




16. მიქაელ მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1344-1349 წლებში.


მიქაელ მეგას კომნენოსი



17. ალექსი III მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1349-1390 წლებში.


ალექსი III მეგას კომნენოსი



18. მანუელ III მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1390-1417 წლებში.


მანუელ III მეგას კომნენოსი




19. ალექსი IV მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1417-1429 წლებში.


ალექსი IV მეგას კომნენოსი



20. იოანე IV მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1429-1460 წლებში.


იოანე IV მეგას კომნენოსი




21. დავით მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1460-1461 წლებში.


დავით მეგას კომნენოსი



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწილი მეორე)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
729
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
729
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0