x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
სტერეოტიპული მუქარა
image
სტეორეტიპული მუქარა არის სიტუაციური ფენომენი, რომლის დროსაც ადამიანები არიან (ან განიცდიან, რომ არიან) სტერეოტიპული განსჯის რისკის ქვეშ იმ სოციალური ჯგუფის გამო, რომელსაც უკავშირდება მათი იდენტობა. ამ ტერმინს აგრეთვე მოიხსენიებენ, როგორც პიგმალიონის ეფექტს, როზენტალის ეფექტს, თვით-აღსრულებად პროგნოზსა და მოლოდინის ეფექტს (Salkind, 2010). სტერეოტიპული მუქარის ნეგატიური გავლენა ადამიანებზე ვლინდება უამრავ სფეროში.

აღმოჩნდა, რომ ექსპერიმენტის ის ევროპელ-ამერიკელი მონაწილეები, რომლებიც იყვნენ ინფორმირებულნი, რომ გოლფის თამაში იყო დამოკიდებული ათლეტურ მოცემულობაზე, თამაშობდნენ ბევრად უარესად, ვიდრე დანარჩენი არა ევროპელ-ამერიკელი ცდისპირები, ხოლო მაშინ, როდესაც ჯგუფს აწვდიდნენ ინფორმაციას, რომ გოლფის თამაში დამოკიდებული იყო ე.წ. სპორტულ ინტელექტზე, სხვებთან შედარებით ბევრად უარესი შედეგები ჰქონდათ აფრიკელ-ამერიკელებს (Stone, Lynch, Sjomeling, Darley, 1999).

სამართალდამცავებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხელოვნურად (ექსპერიმენტატორთა მიერ) გაზრდილი და ხაზგასმული სტერეოტიპული მუქარის პირობებში (როდესაც ცდისპირებს ეუბნებოდნენ, რომ მათგან მოსალოდნელი იყო რასისტული და/ან ძალადობრივი ქცევა), პოლიციის ოფიცრები ნაკლებად უჭერდნენ მხარს სამართლიან მიდგომებს და მეტ მხარდაჭერას ავლენდნენ უფლებამოსილებების გადაჭარბებისა და არაპროპორციული ძალის გამოყენების მიმართ (Trinkner, Kerrison, Goff, 2019).

სტერეოტიპებს ხშირად ექვემდებარებიან განურჩევლად კვალიფიკაციისა და უნარებისა. ერთ-ერთ კვლევაში, ჭადრაკის წარმატებულ მოთამაშე ქალებს, რომლებსაც აწვდიდნენ ინფორმაციას, რომ ქალები, ზოგადად, თამაშობდნენ მამაკაცებზე უარესად და ამავდროულად მათი ოპონენტიც იქნებოდა მამაკაცი, თამაშობდნენ თავიანთ ჩვეულ პატერნთან შედარებით მნიშნელოვნად უარესად (Maas, D'Ettole, Cadinu, 2008).


ინდივიდუალური მეწარმეობის მიზნებთან მიმართებაში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ როდესაც მეწარმეობას წარმოადგენდნენ, როგორც მამაკაცთათვის "განკუთვნილ" პროფესიას, ქალებს უმცირდებოდათ სურვილი და ინტერესი ამ სფეროს მიმართ (Gupta, Bhawe, 2007).

დაწყებითი კლასის მოსწავლეებზე ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, დაბალი სოციოეკონომიკური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები უარესად წერდნენ ტესტს, რომელსაც მათ აღუწერდნენ, როგორც ინტელექტუალური შეფასებისას, ვიდრე (იგივე სირთულის) ტესტს, რომელსაც მათ აწვდიდნენ, როგორც უბრალო გასართობს (Deset, Preaux, Jund, 2009).

გამომდინარე ზემოხსენებულიდან, ჩვენ მუდმივად ვექცევით ადამიანთა ზეგავლენის ქვეშ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ამას ვიაზრებდეთ და არ ვაძლევდეთ საშუალებას, დააქვეითოს ჩვენი თვითეფექტურობა.

0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო ჯოჯუა
სოფიო ჯოჯუა
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0