x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამ სანელებელს უამრავი სამკურნალო თვისება გააჩნია. აუცილებლად დაუმატეთ ის თქვენს რაციონს

ერთი მწიკვი შავი პილპილის დამატება თქვენს რეცეპტში უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ გემოს გაძლიერებას. ხშირად მას სანელებლების მეფეს უწოდებენ, რამდენადაც ცნობილია თავისი უამრავი სასარგებლო თვისებით და ამავდროულად ნებისმიერ კერძს საოცარ გემოსა და არომატს ანიჭებს. შავი პილპილის გამოყენება კერძებში ეხმარება წონის დაკლებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამსუბუქებს გაციების სიმპტომებს და ხველას, აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს ორგანიზმში და მკურნალობს კანის პრობლემებს.


რა არის შავი პილპილი?


შავი პილპილი არის პილპილისებრთა ოჯახიდან, გამოიყენება როგორც სანელებელი, ისე სამკურნალო საშუალება. შეიცავს ქიმიურ ნაერთს სახელად პიპერინი, რომელიც იწვევს სიცხარეს. წარმოშობით კერალადანაა, ინდოეთის სამხრეთი ნაწილიდან. უძველესი დროიდან მოყოლებული შავი პილპილი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სანელებელია მსოფლიო ბაზარზე. ის არ არის სეზონური მცენარე, რაც მას ხელმისაწვდომს ხდის მთელი წლის მანძილზე. მისი ანტიბაქტერიული თვისებების გამო, პილპილს იყენებენ საკვების შესანახად. შავი პილპილი ასევე ძალიან კარგი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა.


image


ფაქტები კვებითი ღირებულების შესახებ


შავი პილპილი შეიცავს ისეთ მინერალებს, როგორიცაა კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, ისევე როგორც ვიტამინებს: თიამინი, რიბოფლავინი, ნიაცინი და ვიტამინი B6, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ( USDA) კვების მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ის ასევე სხვა მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს: ვიტამინი E, ფოლიტი და K ვიტამინი.


შავი პილპილში ასევე აღმოჩენილია დიდი რაოდენობით დიეტურ ბოჭკოვანა და ზომიერი რაოდენობით ნახშირწყლები და ცილები.


ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები


შავი პილპილი ეხმარება წონის დაკლებაში, სინუსიტის, ასთმის და გაჭედილი ცხვირის დროს. ამცირებს სიმსივნით დაავადების რისკს, გულისა და ღვიძლის დაავადებების განვითარებას. ქვემოთ განვიხილავთ ამ არაჩვეულებრივი სანელებლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებს უფრონ დეტალურად.


სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები


შავ პილპილში არსებული ანტიოქსიდანტები ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების მიერ მიყენებულ ზიანს და ამასთან, ეხმარება ბევრი დაავადების პრევენციას. ცნობილი მკვლევერის ჯი ზენგის (Jie Zheng) მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის თანახმად, შავ პილპილში შემავალ პიპერინს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისება რამდენიმე ტიპის კიბოსთან მიმართებაში – მკერდის, კოლორექტალური და პროსტატის.


თუმცა, უფრო მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო, რომ დამტკიცდეს სრულად მისი სიმსივნის საწინააღმდეგო პოტენციალი.


ხელს უწყობს წონაში კლებას


პილპილის მარცვლების გარეთა შრე ეხმარება ცხიმის უჯრედების დაშლას. ამგვარად, პილპილიანი საკვები ბუნებრივად წონაში კლების კარგი საშუალებაა. როდესაც ცხიმის უჯრედები ნაწილებად იშლება, ისინი ადვილად მუშავდება ორგანიზმის მიერ და შედეგად თავისუფლდებით ჭარბი წონისგან. აიურვედული ჩაი პილპილთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესო ჩაია გასახდომად.


image


აუმჯობესებს საჭმლის მონელებას


პილპილის მოხმარება ზრდის მარილმჟავას სეკრეციას კუჭში და ამით ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულად მუშაობა მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის პრობლემების თავიდან ასაცილებლად – დიარეას, ყაბზობის და კოლიკას ჩათვლით. პილპილი ასევე ხელს უშლის ნაწლავებში გაზების დაგროვებას და როდესაც მას უმატებენ რაციონს, შეუძლია ოფლისა და შარდის გამოყოფა.


უფლდენა ხელს უწყობს ტოქსინებისა და უცხო სხეულების გამოდევნას ფორებიდან, სადაც ისინი სახლობენ. მას ასევე უნარი აქვს გამოდევნოს ზედმეტი წყალი. შარდს ორგანიზმიდან გამოაქვს შარდმჟავა, შარდოვანა, ზედმეტი წყალი და ცხიმი (საინტერესო ფაქტი: შარდის 4%-ს ცხიმი შეადგენს).

კარგი საჭმლის მომნელებელი სისტემა ორგანიზმს ეხმარება წონის დაგდებაში, აუმჯობესებს მთელი ორგანიზმის საერთო მდგომარეობას და თავიდან იცილებს კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებულ პრობლემებს.

image
ზრუნავს კანზე

შედეგები, რომელიც ცხოველებზე დაკვირვებით მიიღეს, იმედის მომცემია, თუმცა, უფრე მეტი კვლევაა საჭირო რომ დამტკიცდეს მისი ეფექტურობა ადამიანებზე.


image

image
ამსუბუქებს რესპირატორულ დაავადებებს


აიუვერდულ პრაქტიკაში პილპილს უმატებდნენ ტონიკებს გაციებისა და ხველის სამკურნალოდ. პილპილი ასევე ამსუბუქებს მდგომარეობას სინუსიტის დროს. მას აქვს ექსპექტორატორული თვისება, რომელიც ხელს უწყობს ლორწოს და ლორწოვანი გარსის დაშლას სასუნთქ გზებში. მისი ბუნებრივი გამაღიზიანებელი თვისება ხელს უწყობს მათ გამოდევნას ცემინებისა და ხველის მეშვეობით, რაც საშუალებას გაძლევთ გამოჯანმრთელდეთ ინფექციის ან დაავადებისგან. სუფები და სასმელები შავი პილპილით და სხვა არომატული სანელებლებით ხშირად გამოიყენება გაციებისა და ხველის სამკურნალოდ.

imageფლობს ანიბაქტერიულ თვისებებს


შავი პილპილის ანტიბაქტერიული თვისება ეხმარება ინფექციებთან და მწერის ნაკბენებთან გამკლავებაში. პილპილის რაციონში დამატება ხელს უწყობს არტერიების გასუფთავებას მისი კედლებიდან ზედმეტი ქოლესტერინის მოშორების საშუალებით. რის შედეგადაც ათეროსკლეროზის განვითარების რისკი მცირდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა და ინსულტი. კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Phytomedicine, აჩვენა რომ შავ პილპილში წარმოდგენილი ნაერთები აქტიურად ებრძვის ოქროსფერ სტაფილოკოკს.


ზრდის ბიოშეღწევადობას


ჩატარებული კვლევების თანახმად შავი პილპილი ეხმარება სხვა მცენარეების და ნაერთებისაგან მიღებული სარგებლის გადატანას ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილში და მაგვარად, ზრდის იმ საკვების სასრგებლო ნივთიერებების შეთვისებას, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ. ამიტომაც, როდესაც მას კერძს ვუმატებთ, ეს არა მხოლოდ გემოს აუმჯობესებს, არამედ მკვებავი ნივთიერებებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის ჩვენი სისტემისთვის.


image

აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციას


პიპერინმა, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია შავ პილპილში, უამრავ კვლევაში აჩვენა, რომ მას შეუძლია ხელი შეუშალოს მეხსიერების გაუარესებას და კოგნიტურ გაუმართაობას. ტვინში არსებული ნერვული გზების სტიმულირება ამ ორგანული ნაერთის მეშვეობით ხდება. ადრეულმა კვლევებმა დემონსტრირება მოახდინა შავი პილპილის სარგებლზე ალცჰეიმერით დაავადებული პაციენტებისთვის და მათთვის, ვინც ასაკთან დაკავშირებული კოგნიტური დისფუნქციით იტანჯება.


ამშვიდებს პეპტიურ წყლულებს


არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ შავ პილპილს თავისი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისების წყალობთ, შეუძლია პოზიტიური გავლენა მოახდინოს კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანებაზე და პეპტიურ წყლულებზე.


ხელს უშლის ასთმის განვითარებას


ზოგიერთ შემთხვევაში შავი პილპილი შეიძლება იყოს კარგი სამკურნალო საშუალება რესპირატორული პრობლემების დროს მისი ამოსახველებელი და ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო.


რა უნდა ვიცოდეთ კიდევ შავ პილპილზე


  • პილპილის სახლში დაფქვა გაცილებით უმჯობესია, ვიდრე მისი ყიდვა მზა სახით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაფქული პილპილი 3 თვის მანძილზე ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. მაშინ როდესაც მარცვლები, სათანადო პირობებში შენახული, მუდმივად.
  • კერძზე ერთი მწიკვი პილპილის დამატებით, თქვენ აუმჯობესებთ მის გემოს და მონელების პროცესსაც. ამასთან, მას შეუძლია ხელი შეუწყოს ზოგადად თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობას.

აიურვედური მედიცინის თანახმად, შავი პილპილის სხვა სასარგებლო თვისებებს გამოყოფენ. ის ხელს უშლის ყურის ტკივილის და განგრენის განვითარებას. ამასთან, კარგია თიაქარის, დისფონიის, მწერების ნაკბენის და კბილებთან დაკავშირებული პრობლემების (კარიესი და კბილის ტკივილი) დროს. უძველეს დროში პილპილით მხედველობასთან დაკავშირებულ დაავადებებს კურნავდნენ.


როგორ ავარჩიოთ და შევინახოთ შავი პილპილის მარცვლები?


შავი პილპილი ხელმისაწვდომია მთელი წლის მანძილზე ნებისმიერ მარკეტში. უმჯობესია შეიძინოთ მთლიანი მარცვლები და თავად დაფქვათ. მარცვლები უნდა იყოს მრგვალი, მკვრივი, მძიმე და საღი. პილპილის შენახვა შეიძლება თვეების მანძილზე მშრალ, ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში ოთახის ტემპერატურაზე ბნელ ადგილას. დაფქული პილპილი კი შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ ხანგრძლივი გამოყენებისთვის. თუმცა, უმჯობესია გამოყენების წინ დაფქვათ.


გაფრთხილება: პილპილი იწვევს ცემინებას. პაციენტებმა, რომელთაც აბდომინალური (მუცლის ღრუს) ქირურგია აქვთ ჩატარებული, არ უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით ეს სანელებელი, რადგან ამან შეიძლება ნაწლავების გაღიზიანება გამოიწვიოს. თუ დაინახავთ რომ ალერგიული რეაქცია გაქვთ, შეწყვიტეთ მისი გამოყენება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.



ასევე დაგაინტერესებთ:


თითქმის არაფერს ჭამთ და მაინც ვერ ხდებით? – ენდოკრინოლოგი აგიხსნით რატომ


ვიტამინი В8 (ინოზიტოლი) – უძილობის, თმის ცვენის და სიგამხდრის დროს


მეცნიერების მტკიცებით ოხრახუშს შეუძლია განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება


ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის


რა ემართება თქვენს ორგანიზმს, როდესაც ბროწეულს მიირთმევთ?


რატომ უნდა მიირთვათ ბროწეული კურკასთან ერთად. ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს!


მოცვი – კენკრა, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს


0
325
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0