x
მეტი
  • 20.10.2019
  • სტატია:95764
  • ვიდეო:343124
  • სურათი:457721
„იმედის“ "აიტიშნიკი" რუსთავი 2-ის გვერდის ადმინია. რწყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ“... - ნანუკა ჟორჟოლიანი

image


რუსთავი 2-იდან გაშვებული ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელეკომპანია იმედის აიტი სპეციალისტი რუსთავი 2-ის ფეისბუქის ადმინად დანიშნეს. ნანუკა ჟორჟოლიანი არ აკონკრეტებს, საიდან ფლობს ამ ინფორმაციას, ან რა არგუმენტებს ეყრდნობა. თუმცა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში მტკიცებით ფორმაში წერს:


"იმედის აიტიშნიკი რომ არის რუსთავი 2-ის ფეიჯის ადმინი როგორაა ეგ ამბავი? რწყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ".


შეგახსენებთ, მთავარი არხის გახსნის პირველივე დღეს ახალი ტელეარხის გადაცემები რუსთავი-2ის ფეისბუქ გვერდზეც გაზიარდა. იმთავითვე ნათელი იყო, რომ ეს არხიდან წასულმა თანამშრომლებმა გააკეთეს.


ამასთან დაკავშირებით სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" განცხადებას ავრცელებს.

"უკვე რამდენიმე დღეა რუსთავი 2-ის Facebook გვერდზე სისტემატურად ჩნდება პოსტები, რომელსაც სამაუწყებლო კომპანიის ასიათასობით მომხმარებლი შეცდომაში შეყავს. რუსთავი2-ს სურს შეატყობინოს საზოგადოებას, რომ მიუხედავად არაერთი კანონიერი მოთხოვნისა არხი ამ დრომდე ვერ ახერხებს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსისგან დაიბრუნოს ადმინისტრატორის უფლებები. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, პაატა სალია აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა სოციალური ქსელის ადმინისტრაციას და დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. სალიას თქმით, თავად ყოფილი საინფორმაციოს სამსახურის ყოფილი უფროსის ქმედებები არის უპასუხისმგებლო და შესაძლოა შეიცავდეს კიბერდანაშულის ნიშნებს", - აღნიშნულია განცხადებაში.


"მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე "რუსთავი 2"- ის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ტყუილია 1 - რუსთავი 2 ვებზე მომუშავე ყველა ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი, არის ამ დრომდე ამ გვერდის რედაქტორი, შედით და ნახეთ სეთინგებში რა ლაივი გავუშვი პირადად მე - პასუხი არც ერთი.


ტყუილია 2 - ამ დრომდე, არ მიმიღია არც ერთი ოფიციალური შეტყობინება, ვის, როდის და რა ფორმით უნდა გადავაბარო ეს გვერდი. არ მომსვლია არც სმს, არც წერილი, არც მეილი. შედგა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია, ისიც ზოგადი შინაარსის ეიჩართან და პასუხიც მიიღო.


"უპასუხისმგებლობა" - Paata Salia ამას განცხადებაში ჩემზე წერთ? ეს ტექსტი ალბათ თქვენი დაწერილი არ არის. უპასუხისმგებლობაზე და დანარჩენ ბევრზე შემიძლია უფრო მეტი გელაპარაკოთ. ამ პოსტს გავარგძელება ექნება ახლა არ მცალია. დაიწყეთ? ახლა მეც ვისაუბრებ ბევრს", -წერს მელაძე.

0
133
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0