x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
განსხვევაბა ინტროვერსიასა და სიმორცხვეს შორის
ძალიან ხშირად ინტორვერსიას და სიმორცხვეს სინონიმებად მოიზარებენ. იმის მიუხედავად, რომ ეს ორი ცნება ძალიან გავს ერთმანეთს ისინი სრულიად განსხვავებულია. ინტორვერტს სიამოვნებს მარტო ყოფნა, და იღლება ბევრი ადამიანის გარემოცვაში. მორცხვ ადამიანს კი ყოველთვის არ სურს მარტო ყოფნა, მას უბრალოდ ეშინია სხვებთან ურთიერთობის სხვადასხვა მიზეზის გამო.

ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ თერაპია სიმორცხვის დასამარცხებლად, მაგრამ არა ინტროვერსიისთვის. ყველა ინტროვერტი არ არის მორცხვი. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მათგანს აქვს არაჩვეულებრივი სოციალური უნარები. თუმცა, ინტროვერტები ხალხთან ურთიერთობის შემდეგ ემოციურად დაცლილები არიან და ჭირდებათ დრო, რომ აღიდგინონ ენერგია.

სიმორცხვე არის პასუხი შიშზე. მორცხვი ადამიანები სოციალურ გარემოში თავს არაკომფორტულად გრძნობენ, ამიტომ მათ აქვთ ნაკლები შესაძლებლობა განავითარონ სოციალური უნარ-ჩვევები, მათი სოციალური უნარების შედარებით ნაკლებობა ხელს უწყობს მათ არასასიამოვნო შეგრძნებებს და აღუძრავს სურვლის თავი აარიდონ სოციალურ სიტუაციებს. განსხვავებით ინტროვერტებისგან მორცხვ ადამიანებს აქვთ სურვილი იყვნენ ადამიანების გარემოცვაში, მაგრამ არ იციან როგორ, ან მოითმენენ თუ არა იმ შფოთვას, რომელიც სხვებთან ურთიერთობასთან ერთად მოდის. მორცხვ ადამიანს ხშირად დაბალი თვითშეფასებაც აქვს, მათ აქვთ შიში უარყოფის, რაც ხელს უშლით ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

ინტროვერსია პიროვნულობის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა, რომელიც გამოვლენილია პიროვნების მრავალ თეორიაში. ინტროვერტები უფრო მშვიდები, თავშეკავებული და ინტროსპექტული ხასიათის არიან.


ინტოვერტებს შეუძლიათ აირჩიონ იყვნენ სოციალურად აქტიურები და იკონტაქტონ სხვებთან, მაგრამ ხშირად მათ უბრალოდ არ უნდათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინტროვერტმა შეიძლება წვეულებაზე წასვლას სახლში წიგნის კითხვა არჩიოს, მაგრამ არა იმიტომ რომ მას სოციალიზაციის ეშინია, მათ უბრალოდ არ უნდათ ხალხმრავალ ადგილას ყოფნა. მორცხვ ადამიანს შეიძლება უნდოდეს წასვლა წვეულებაზე, მაგრამ არ წავიდეს მხოლოდ იმიტომ რომ მოსალოდნელი შფოთვა აიცილოს თავიდან, ან წავიდეს მაგრამ ყველანაირ ურთიერთბას აარიდოს თავი.

ინტროვერსია არ არის ისეთი აშლილობა, რომელიც ერთგვარ მკურნალობას მოითხოვს. იმის გაცნობიერება, რომ ინტროვერსია არის ნორმალური პიროვნული თვისება, გააზრება რომ ინტროვერტი შეიძლება არ იყოს სოციალური პეპელა და მისთვის მარტო ყოფნა უფრო სასიამოვნოა, მიიღებს ნაკლებ ზეწოლას საზოგადოებისგან იყოს იმაზე ჩართული სოციალურ საქმიანობაში ვიდრე მას სურს. ეს ყველაფერი მას მხოლოდ და მხოლოდ დაეხმარება და თავს კომფორტის ზონაში აგრძნობინებს.

შფოთვაზე სტანდარტული კოგნიტურ-ქცევითი მკურნალობა გულისხმობს ადამიანებს, რომლებსაც შიშები აქვთ სიტუაციის წინაშე, ამიტომ მათ შეუძლიათ შექმნან თავიანთი ნდობა, რომ მათ გაუმკლავდნენ. მორცხვი ადამიანების ქვეტიპები აშკარად აჩვენებს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ გავაფართოვოთ მათი აქტიურობა სოციალურ სიტუაციებში. ხშირ შემთხვევაში მათი შფოთვის მიზეზი ურთიერთობის დროს საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაგირებაა. უარყოფა მათ არ დაეხმარება სოციალური ნდობის მოპოვებაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. არსებობს არერთი გზა, რომელიც მორცხვ ადამიანს ეხმარება ურთიერთობის სწავლაში.


0
27
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ თოლორდავა
მარიამ თოლორდავა
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0