x
მეტი
  • 20.10.2019
  • სტატია:95765
  • ვიდეო:343124
  • სურათი:457721
საუკუნის ქურდობა, რა დროსაც მთლიანად ოქროსგან ჩამოსხმული მოქმედი უნიტაზი მოიპარეს

image გუშინ დიდ ბრიტანეთში მოხდა ქურდობა, რომელიც უკვე შეფასდა, როგორც საუკუნის ქურდობა.
მოქმედი, მთლიანად ოქროსგან გაკეთებული უნიტაზი, რომელიც ცნობილია სახელით "ამერიკა" მოიპარეს ბლენჰეიმის სასახლიდან, უნიტაზი მოქმედი ექსპონატი გახლდათ აღნიშნულ სასახლეში, სადაც დაიბადა დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ მინისტრი უინსტონ ჩერჩილი.
უცნობებმა წუხელ მოიპარეს ექსპონატი, რომელიც იტალიელი მხატვრის მაურიციო კატელანის ესქპონატთა შორის ერთერთი იყო.
ექსპონატის მოპარვამ ძალიან დიდი ზარალი მიაყენა ბლენჰეიმის სასახლის ინტერიერს, რადგან უნიტაზი მოქმედი იყო და თითოეულ დამთვალიერებელს შეეძლო მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება, ბუნებრივია უნიტაზი ასეთ დროს იფარებოდა სპეციალური გასაშლელი ტიხრით.
კანალიზაციის ქსელში ჩართული უნიტაზის მოხსნის შედეგად სასახლის ინტერიერში ფეკალურმა მასებმა იწყო დენა, რამაც სასახლე სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა.
2016 წელს არტ-ობიექტი "ამერიკა" წარმოდგენილ იქნა ნიუ-იორკში სოლომონ გუგენჰაიმის მუზეუმში, სადაც ის ასევე მოქმედი ექსპონატი იყო და ისევე, როგორც დიდ ბრიტანეთში ამერიკულ მუზეუმშიც დამთვალიერებლებს შეეძლოთ მისი პირდაპირი დანიშნულებით გამოყენება.
მუზეუმის ადმინისტრაციის თქმით აღნიშნული მოქმედი ექსპონატ-უნიტაზით მაშინ 100 000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა ისარგებლა, მისი პირდაპირი დანიშნულებით.

0
425
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
425