x
მეტი
  • 20.10.2019
  • სტატია:95764
  • ვიდეო:343123
  • სურათი:457721
პროქსემიკა

image

"Proxemics Map V" Andrea Geller

პირადი სივრცე არის ის არეალი ადამიანის გარშემო, რომელსაც ადამიანი ფსიქოლოგიურად თავის საკუთრებად მიიჩნევს. ადამიანების უმრავლესობა ძალიან აფასებს და უფრთხილდება მას და გრძნობს დისკომფორტს, ბრაზს ან შფოთს, როდესაც სხვები იჭრებიან მათ პირად სივრცეში. ადამიანის პირად სივრცეში შემოსვლა არის ინდიკატორი იმისა თუ როგორ აღიქვამენ ადამანები ყოველ კონკრეტულ ურთიერთობას.

პროქსემიკა შეისწავლის იმ სივრცეს, რომელსაც ადამიანი ინარჩუნებს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დროს, მას აქვს გავლენა ადამიანების ქცევაზე, კომუნიკაციასა და სოციალურ ინტერაქციაზე. პროქსემიკა შედის არავერბალური კომუნიკაციის ქვეკატეოგორიაში.

ინტერპერსონალური სივრცე ან ინტერპერსონალური მანძილი, არის ადამიანის სოციალური ქცევის აუცილებელი მახასიათებელი ფიზიკურ გარემოსა და სოცალურ ინტერაქციასთან მიმართებაში. ეს არის მანძილი რომელსაც ვინარჩუნებთ ინტერპერსონალური ურთიერთობების დროს, სხვა სიტყვებით, „სივრცე სუნთქვისთვის“.

ედუარდ ჰოლმა, კულტურულმა ანთროპოლოგმა, შეისწავლა პროქსემიკის ფენომენი. ჰოლის თანახმად, ეს სივრცე ეხმარება ადამიანებს დაარეგულირონ საკუთარი პირადი სივრცე სოციალურ სიტუაციებში. იმის გამო რომ ვიზუალური, ტაქტილური, აუდიალური და ყნოსვითი სტიმულაცია იზრდება ახლო მანძილზე, შესაძლოა ზოგიერთმა თავი შებოჭილად იგრძნოს და ჰქონდეს ნეგატიური რეაქცია, მაშინ როდესაც სხვებმა შეიძლება შეეგუონ და შეინარჩუნონ ძალიან ახლო ინტერპერსონალური მანძილი.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ პირადი სივრცის კონცეფტი არის უნივერსალური და ერთ-ერთი მთავარი თეორიის მიხედვით, ამ ყოველივეს აქვს ახსნა, რომელიც თვითგადარჩენასა და თავდაცვას ეხება - ჩვენ გარკვეული მანძილით შორს ვდგავართ ადამიანებისგან, რათა თავი დავიცვათ საფრთხისგან.

ჰოლის პროქსემიკის კლასიკური თეორია განასხვავებს და ყოფს ინტერპერსონალური მანძილის ოთხ კატგორიას, თითოეული შეეხება ადამიანებს შორის განსხვავებულ ურთიერთობებს. ეს ოთხი კატეგორიაა: 1) საჯარო დისტანცია (210სმ-ზე მეტი; ეს ის დისტანციაა, რომელსაც უფრო დიდ აუდიტორიასთან ურთიერთობისას ვინარჩუნებთ მაგ: გამოსვლების, ლექციების, სპექტაკლების დროს.); 2) სოციალური დისტანცია, რომელიც უფრო ფორმალურ ურთიერთობებში იჩენს თავს (122-210სმ); 3) პერსონალური სივრცე, რომელიც ნარჩუნდება მეგობრებთან ურთიერთობისას (დაახლოებით 46-122 სმ, ) და 4) ინტიმური სივრცე, რომელსაც ახლო ურთიერთობების დროს ვინარჩუნებთ (0-46სმ).

ჰოლის თეორიაზე დაყრდნობით, ადამიანი ინტერპერსონალური მანძილს ირჩევს სხვა ადამიანებთან ინტერაქციის პროცესში, რომელიც ემყარება არა მარტო პიროვნულ დამოკიდებულებებს მეორე ადამიანის მიმართ, არამედ ასევე ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა გენდერი ან ასაკი და თუნდაც სოცალური გარემო, სადაც ეს ინტერაქცია მიმდინარეობს. კვლევები ადატურებს, რომ შერჩეული ინტერპერსონალური მანძილი შეიძლება განპირობებული იყოს გენდერით. ქალებს ურჩევნიათ ჰქონდეთ მეტი პერსონალური სივრცე უცხოებთან, ვიდრე მამაკაცებს. გარდა ამისა, ასაკიც ახდენს გავლენას ადამიანებს შორის მანძილზე, მაგალითად, ახალგაზრდები უფრო ახლო ინტერპერსონალურ მანძილს ირჩვენ, ვიდრე მოზრდილები. ასევე, ადამიანებს რომლებიც ცხოვრობენ თბილ ქვეყნებში უფრო მცირე დისტანციას იჭერენ ერთმანეთთან საუბრისას, ვიდრე უფრო ცივ ქვეყნებში.

ჰოლის თეორიის მიხედვით, კულტურული ნორმები არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ინტერპერსონალური მანძილის აღსაწერად. ჰოლის აზრით, ერთ კულტურაში მიღებული ინტიმური სივრცე შეიძლება იყოს პერსონალური ან სოციალური სივრცე მეორე კულტურაში, ამას განაპირობებს კონკრეტული კულტურის სპეციფიკური წეს-ჩვვეულებები. ჰოლმა დაყო კულტურები ორ ჯგუფად: „კონტაქტის“ და „უკონტაქტო“ კულტურებად. „კონტაქტის“ კულტურებში უფრო ახლო ინტერპერსონალური დისტანციაა და ახასიათებს უფრო მეტი ტაქტილური შეხება, მაშინ როდესაც „უკონტაქტო“ კულტურები ხასიათდება საპირისპირო პრიორიტეტებითა და ქცევით. ჰოლმა ეს კულტურები დაყო მათი გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, მაგალითად, სამხრეთ ევროპას, ლათინურ ამერიკას და არაბულ ქვეყნებს უწოდა ე.წ. კონტაქტის კულტურები, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკას, ჩრდილოეთ ევროპას და აზიის პოპულაციას უწოდა „უკანტაქტო“ კულტურები. ჰოლს არ უნდოდა, რომ ეს მანძილები ყოფილიყო მკაცრი დირექტივა, რომელიც პირადპირ თარგმნის ადამიანების ქცევას, მას სურდა გაეზომა მანძილის ეფექტი კომუნიკაციაზე და ეჩვენებინა, როგორ იცვლება ეს ეფექტი კულუტურებისა და სხვა გარემო ფაქტორების მიხედვით.

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ჭირაქაძე
ანა ჭირაქაძე
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0