x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
17 წლის ამერიკელ მოცურავე გოგონას ოქროს მედალი ჩამოართვეს ზედმეტად გამოჩენილი დუნდულების გამო, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნეს

image 17 წლის ამერიკელი მოცურავე გოგონა ბრეკინ უილისი დისკვალიფიცირებულ იქნა ანკორიჯში (ამერიკის შეერთებული შტატების შტატი ალიასკა) მიმდინარე სტუდენტურ შეჯიბრზე-იტყობინება "CNN"ი. გოგონამ გაიმარჯვა 100 მეტრიან დისტანციაზე თავისუფალი სტილით ცურვაში, თუმცა დისკვალიფიცირებულ იქნა მეტისმეტად ღია საცურაო კოსტუმის გამო, რომელიც 17 წლის მოცურავის დუნდულებს ვერ ფარავდა და მეტისმეტად თავისუფლად აჩენდა დუნდულებს.
მსაჯებიდან ერთერთმა მსაჯმა ჩათვალა, რომ საცურაო კოსტუმი არ შეესაბამებოდა მოცურავე გოგონებისათვის დაწესებულ სტანდარტს და თითქოს გოგონა მეტისმეტად ღია დუნდულებით ცდილობდა მაყურებლების ყურადღების მიპყრობას.
ალიასკას შტატში მიღებულია მოსწავლეებისა და სტუდენტების შეჯიბრებაში მონაწილეობისას საცურაო კოსტუმის სტანდარტი, რომლის მიხედვითაც შეჯიბრების მონაწილეს დუნდულები მეტისმეტად ღია არ უნდა ჰქონდეს.
თვითონ ბრეკინმა კი განმარტა: საცურაო კოსტუმი დუნდულებზე მე ჩავიკეცე, ცურვისას თავისუფლად, რომ მეგრძნო თავი და არა იმისათვის, რომ მაყურებლის ყურადღება მიმექციაო!
ოქროს მედლის ჩამორთმევის მერე გოგონამ გაისწორა საცურაო კოსტუმი და მონაწილეობა მიიღო ესტაფეტაში და მის წინააღმდეგ რაიმე სახის სანქცია არ მიუღიათ.
მოგვიანებით ალიასკის სკოლებისა და კოლეჯების სპორტული ღონისძიებების ასოციაციამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და 17 წლის მოცურავე გოგონას ოქროს მედალი დაუბრუნა, რადგან ასოციაციაციის წევრებმა ჩათვალეს, რომ მსაჯის გადაწყვეტილება იყო დისკრიმინაციული.

imageimageimageimage




0
143
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
143