x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჯენიფერ ლოპესის ქვედა ბოლომ, რომელიც ბოლომდე იყო ჩაჭრილი ფურორი მოახდინა

image ჯენიფერ ლოპესმა კიდევ ერთხელ გააოცა თავისი გულშემატკივრები, ამჯერად სენ-ტროპეში დასასასვენებლად ჩასულმა.
კურორტზე ჯენიფერი ალექს როდრიგესთან ერთად ჩავიდა, რათა დაბადების დღე მიელოცა ლეგენდარული კალათბურთელის-მეჯიქ ჯონსონისათვის.
მისალოცად მისული ჯენიფერი მსუბუქი ქვედა ბოლოთი მივიდა, რომელიც თითქმის ბოლომდე იყო ჩაჭრილი და უკვე არცთუ ახალგაზრდა მომღერლის კარგად მოვლილი ფეხები გამოაჩინა.
როგორც ჩანს ჯენიფერმა იმ დღის ტანსაცმელი შეარჩია პრინციპით-"იახტიდან ბალამდე". თავისუფალი, მსუბუქი, ღია ლურჯი ქვედა ბოლო და თეთრი ფერის მინი ტოპი კარგად უხდებოდა ერთმანეთს.

50 წლის ლამაზმანს არ უცდია შიშველ ფეხებზე და ბარძაყზე ქვედა ბოლო აეფარებინა, რომელსაც ზღვის მსუბუქი ნიავი აფრიალებდა. მომღერალი მშვიდად და წყნარად ჩავიდა იახტის საფეხურებიდან, უნებლიედ ახდენდა რა ლამაზი ფეხების დემონსტრირებას.
ხოლო როდრიგესი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა თავის შეყვარებულს.

უნდა ითქვას, რომ ჯენიფერ ლოპესი ბოლო პერიოდში არ გამოჩენილა ასეთი სახის ტანსაცმლით საზოგადოების წინაშე. ჯეი ლოს ფანების აზრები გაიყო, ერთმა ნაწილმა აღფრთოვანება გამოთქვა 50 წლის მომღერლისა და მსახიობის ფორმაში ყოფნის გამო. მეორე ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა, ასაკისათვის შეუფერებელი ჩაცმულობის გამო.
თუმცა უნდა ითქვას ის ხომ სენ-ტროპეში იყო და არა რომელიმე მეგაპოლისში, რათა განსხვავებულად ჩაცმული მისულიყო დაბადების დღეზე.
ის იმყოფებოდა კურორტში, სადაც ამგვარი ჩაცმის სტილით ვერავის გააკვირვებ, მით უფრო როცა ასაკის მიუხედავად ჯეი ლო იდეალურ ფორმაშია.
თან ჯენიფერ ლოპესს არ აწუხებს კომპლექსები და მას ფანების კომენტარები არ გააკვირვებდა და არც განაწყენდებოდა.
მეტიც, მალევე ჯენიფერმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ახალი სურათიც დადო, სადაც მთლიან საცურაო კოსტუმშია და სადაც მისი სხეულის ლამაზი ფორმები იკვეთება და ჩანს.

0
563
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
563