x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
განაჩენის დროს გადაღებული ფოტოები, სადაც მკვლელები იცინიან

მანიაკების, ტერორისტებისა და სერიული მკვლელების სახეზე ბედნიერი და თავდაჯერებული ღიმილი, მიუთითებს, რომ "მან" მიიღო წარმოუდგენელი სიამოვნება ამ საქმისგან და ეს თუ არა სიგიჟე, მაშინ სერიოზული ფსიქიკური აშლილობის ნიშანია.



image


წარმოგიდგენთ განაჩენის დღეს გადაღებულ ფოტოებს, სადაც მკვლელები იღიმიან



1. ლი ჰარვი ოსვალდი (Lee Harvey Oswald) - ის ერთადერთი ეჭვმიტანილია ამერიკის პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობაში (1963 წლის 22 ნოემბერს). დაპატიმრებიდან ორი დღის შემდეგ, ლი პირდაპირ ეთერში სასიკვდილოდ დაჭრა ჯეკ რუბიმ. მკვლელებს შორის სარკაზმული ღიმილის გამო, მას "მონა ლიზას ღიმილი" შეარქვეს.image






2. ჩარლზ მენსონი (Charles Manson) - კომუნა "ოჯახის" ლიდერი, რომელმაც ჩაიდინა უამრავი სასტიკი მკვლელობა, დღემდე, სავარაუდოდ 82 წლის ასაკშია და კალიფორნიის ერთ-ერთი ციხის იზოლირებულ საკანში იმყოფება.image






3. არტურ შოუკროსი (Arthur Shawcross) - სერიული მკვლელი, მათ შორის 14 ბავშვისა და რამდენიმე მეძავის, არაერთხელ აღიარეს ფსიქოპატად. ის დააპატიმრეს და წაყენებული ბრალის დამტკიცებიდან 250 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2008 წელს ის ციხეში გარდაიცვალა.image






4. დევიდ ბერკოვიცი (David Berkowitz) - მკვლელი, ცნობილი როგორც "სემის შვილი". 1977 წლის 31 ივლისს დევიდმა რიგით მე-6 და უკანასკნელი მკვლელობა ჩაიდინა და მიესაჯა 365 წლით თავისუფლების აღკვეთა.image






5. ჯონ უეის გეისი (John Wayne Gacy) - მკვლელი ცნობილი "ჯამბაზის ღიმილი". მან 1972 წლიდან 1978 წლამდე მოკლა და გააუპატიურა 33 მოზარდი, როდესაც ჯამბაზის როლს სხვადასხვა ღონისძიებასა და ზეიმებზე ასრულებდა. 1994 წელს ის სიკვდილით სახალხოდ დასაჯეს და სიცოცხლის ბოლო წუთებამდე არ დაუკარგავს იუმორი, ის პუბლიკას, რომელიც ელოდებოდა მის სიკვდილს, შემდეგი სიტყვებით მიმართავდა "მაკოცეთ უკანალზე". ეს არ იკმარა და შემდეგ კი იუმორით წარმოთქვა "არ ღირს ტირილი ჯამბაზის გამო".image






6. როდნი ალკალა (Rodney Alcala) - 69 წლის როდნი 1979 წელს ოთხი ქალისა და ერთი 12 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. იყო ვარაუდი, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტია.image






7. რენდი კრაფტი (Randy Kraft) - სიკვდილით დასჯის მოლოდინში 69 წლის რენდიმ ციხეში წლები გაატარა. ის ბრალდებული იყო 16 მკვლელობასა და 67 მოზარდი ბიჭის მკვლელობაში. ის 1983 წელს დააპატიმრეს.image






8. პედრო ალონსო ლოპეზი (Pedro Alonso Lopez) - 63 წლის მკვლელი გინესების წიგნის რეკორდსმენია ჩადენილი დანაშაულების გამო. მან 14 წელი ეკვადორის ციხეში გაატარა, შემდეგ კი გაიარა 3 წლიანი სპეციალური მკურნალობა კოლუმბიის კლინიკაში, რის შემდეგაც გაათავისუფლეს.image







9. რიჩარდ რამირესი (Richard Ramírez) - ის ცნობილია "ღამის მონადირის" სახელით. მისი მსხვერპლის ასაკი განუსაზღვრელი იყო, კლავდა ყველას, დაწყებული ბავშვებიდან, პენსიონერებით დამთავრებული. ჯამში 13 ადამიანი ყავს მოკლული. 1985 წელს ის 52 წლის ასაკში ის დააპატიმრეს.image







10. ტედ ბანდი (Ted Bundy) - ცნობილია, როგორც "ნეილონის მკვლელი" და ასევე "ქარიზმატული მკვლელი". 26-დან 100-მდე ადამიანის მკვლელობა აქვს ჩადენილი. პირველად ის დააპატიმრეს 1975 წელს, თუმცა ორი წლის შემდეგ გაქცევა მოახერხა. მეორედ კი 1978 წელს დაიჭირეს.image






11. ჩესტერ ტერნერი (Chester Turner) - მან 13 ქალის მკვლელობა ჩაიდინა, მათ შორის მომავალი შვილის დედის, ორსული ქალის, რომელიც ასევე მისი მსხვერპლი იყო. 1987-დან 1998 წლამდე მოახერხა მან ეს მკვლელობები.image







12. ჯოზეფ დანკან III (JosephDuncan III) - 49 წლის ამერიკელი მკვლელი და პედოფილი 7-დან 4 ბავშვის მკვლელობის ბრალდებით 2005 წელს დააპატიმრეს. ორი წლის შემდეგ დაუმტკიცდა დანარჩენი სამი ბავშვის მკვლელობა და მას სიკვდილით დასჯა მიესაჯა.image







13. ვერი იდხამ ხენნანსაია (Verry Idham Henyansyah) - სერიული მკვლელი ინდონეზიიდან, ცნობილი, როგორც "რაიანი". მიესაჯა სიკვდილით დასჯა 11 კაცის მკვლელობისთვის, რომლიდან 10 მათგანის ცხედარი მშობლების სახლის უკანა ეზოში დამარხა.image







14. ჯარედ ლი ლოფნერი (Jared Lee Loughner) - 22 წლის ასაკში ჯარედმა არიზონაში 2011 წლის 8 იანვარს განახორციელა "Gabrielle Giffords"-ის კონგრესზე შეტევა, რის გამოც დაიღუპა 6 და დაშავდა 14 ადამიანი. ის დააპატიმრეს.image







15. უსამა ბენ ლადენი (Osama bin Laden) - ალქაიდას ორგანიზაციის ყოფილი ლიდერი, ამერიკის, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტსა და სხვა ტერაქტებში ბრალდების გამო 2011 წლის 2 მაისს მოკლეს.image







16. ანდერს ბრეივიკი (Anders Breivik) - 2012 წლის 24 აგვისტოს, 33 წლის ანდერსი ოსლოს ცენტრში აფეთქების ორგანიზატორი და ახალგაზრდულ ბანაკებზე თავდამსხმელი იყო, რის გამოც ის დააკავეს და მიესაჯა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა.image





4
745
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
745
  
16 სექტემბერი, 16:59
ბრეივიკზე ცუდად ვხდები 21 წელი მიუსაჯეს,არ გავა ეგ დრო თუ რა,გამოვა და საერთოდ სასწაულს გააკეთებს :/ რა დებილი კანონები აქვთ ალბათ ნორვეგიაში
15 სექტემბერი, 15:19
ჰოო, შეიძლება, 2014 წლით დათარიღებული კრებულია და...
15 სექტემბერი, 13:24
მანიაკები არიან, არამდგრადი ფსიქიკით და შესაბამისად არაადეკვატურებიც.
საინტერესო სტატიაა...
15 სექტემბერი, 13:05
ჩარლზ მენსონი მოკვდა შარშან თუ შარშანწინ
0 1 4