x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რა არის თავდაჯერებულობა?

თავდაჯერებულობა შეიძლება იყოს დიდი გამოწვევა. რთული დაიცვა ოქროს შუალედი ნაკლებად თავდაჯერებულობასა და ზღვარგადასულ თავდაჯერებულობას შორის. ორივემ შესაძლებლია შეგვიქმნას სირთულეები ცხოვრებაში ან ხელი შეგვიშალოს დაბრკოლებების გადალახვაში.

ნაკლებად გჯეროდეს საკუთარი თავის, შენი შესაძლებლობების იგივეა, ხელიდან გაუშვა ის სიკეთეები, რომელსაც ცხოვრება გაძლევს. უარი თქვა გამოწვევებზე, რომლებთან გამკლავებაც სინამდვილეში შესაძლებელი იყო.

საუკეთესო რჩევა, რაც კი ადამიანებისგან მოგვისმენია არის „იყავი მეტად თავდაჯერებული“, მაგრამ ორი მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხია, თუ როგორ უნდა შევძლოთ ეს და საჭიროა თუ არა ზღვარის დაცვა. თავდაჯერებულობა, არის რწმენა საკუთარი თავის, იმის რომ სხვებისთვის ხარ მნიშვნელოვანი და ღირებული, იცი შენი შესაძლებლობები და იმსახურებ სამყაროსგან სიკეთეებს.

მნიშვნელოვანია კავშირი დავინახოთ თავდაჯერებულობასა და ჯანსაღ თვითშეფასებასთან, რაც გულისხმობს საკუთარი შესაძლებობის სწორი შეფასების შემდეგ სიტუაციების ოპტიმისტურად დანახვას. თავდაჯერებულობა გვმატებს ძალას გავუმკლავდეთ სირთულეებს და ვიყოთ მეტად გამბედავები. მისი დახმარებით, ჩვენი ფიქრები და გეგმები ხორციელდება და არ რჩება მხოლოდ ოცნებებად.


არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის თავდაჯერებულობის ხარისხზე. პირველი: ეს არის გენეტიკური წინასწარგანწყობა. მეორე: გარემო, რომელშიც გაიზარდეთ. აქ იგულისხმება გარემოს თავისებურებები და სოციალური ზეგავლენა. მესამე: ინდივიდუალური გამოცდილება. არჩევანი რაც გააკეთეთ, რისკი რომელიც გაწიეთ.

თავდაჯერებულობა არ არის მოცემულობა, რომლის შეცლაც შეუძლებელია. ზოგიერთ ადამიანს ბავშვობიდანვე ეტყობა რამდენად თავდაჯერებულია, ზოეგიერთს კი ამის გამომუშავებისათვის დრო და ძალისხმევა სჭირდება.

ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, როცა ჩვენს თავზე მუშაობას გადავწყვეტთ, მაგრამ არსებობს რამდენიმე მარტივი გზა, რომელიც დაგვეხმარება ვიყოთ მეტად თავდაჯერებულები და ვისწავლოთ მოვლენების რაციონალური და ოპტიმისტური შეფასება.

აუციელებელია გვესმოდეს, რომ დამარცხების არ უნდა გვეშინოდეს. მარცხი არ არის ჩვენი მტერი, ის ჩვენი საუკეთესო მასწავლებელია. უარყოფითი გამოცდილება გვასწავლის, როგორ არ უნდა მოვიქცეთ და რა არის უმჯობესი. დიდი მიზნები და დიდი ოცნებები რთული მისაღწევია, ამ გზაზე შეიძლება ბევრი წინააღმდეგობა და ბევრი მარცხი შეგვხვდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია საკუთარი თავის რწმენა არ დავკარგოთ და ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობები. აუცილებელია, უკუვაგდოთ შიში და გავაგრძელოთ მოძრაობა მიზნისაკენ.

0
333
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ თოლორდავა
მარიამ თოლორდავა
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0