x
მეტი
  • 21.10.2019
  • სტატია:95780
  • ვიდეო:343140
  • სურათი:457742
სოციალური მუშაობა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში

ნაშრომი ეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სოციალური სამუშაოს
როლს. პირველ რიგში, განვსაზღვროთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის
კონსტიტუციის მიხედვით: “ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, ფსიქიკური და
სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა და არამხოლოდ ავადმყოფობის არ-
არსებობა” (WHO) . რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა? -“კეთილდღეობის
მდგომარეობა სოციალური, სულიერი, კოგნიტური და ემოციური ასპექტების
ჩათვილით. მდგომარეობა, როდესაც პიროვნება ავლენს და ახორციელებს საკუთარ
შესაძლებლობებს, შეუძლია პროდუქტიული და ნაყოფიერი მუშაობა და წვლილის
შეტანა საზოგადოებრივ ცხოვრებაში“ (WHO) .
არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემათა
განვრცობადობის/პრევალენტურობის მაღალი მაჩვენებელი:
• ყოველი ოთხი ადამიანიდან ერთს მაინც აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის
პრობლემა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში (GIP, 2008) .
• ამჟამად ყოველი ოთხი ოჯახიდან ერთ ოჯახის წევრს მაინც აქვს ფსიქიკურ
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა (GIP, 2008) .
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს სჭირდებათ
მედიკამენტური მკურნალობა ან/და ფსიქოთერაპია, ასევე სოციალური მუშაკის
დახმარება, რადგან უძნელდებათ სოციალიზაციის პროცესი ხალხში არსებული
სტიგმის გამო. რამაც შეიძლება ასეთი ადამიანების მდგომარეობა უფრო მეტად
გააუარესოს. ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის მქონდე
ადამინები შეიძლება დადგნენ ისეთი სოციალური პრობლემების წინაშე, როგორიცაა
საცხოვრებელი, შემოსავალი, დასაქმება, სოციალური იზოლაცია, მარტოობა და ა.შ.
ფსიქიკური პრობლემების წინაშე ნებისმიერი ადამიანი ერთნაირად მოწყვლადია.
არსებობს განსხვავებული და მრავალი გზა ამ პრობლემის გადასაჭრელად.
მკურნალობის პროცესი ყველაზე ეფექტურია, როცა ის კომპლექსურია ანუ მასში
ჩართულია ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი. იქიდან გამომდინარე რომ
ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში გამოიყენება ბიო-ფსიქო-სოციალური

3
მოდელი, სოციალურ მუშაკს უკავია ძალიან დიდი ადგილი. „ბიო-ფსიქო-
სოციალური მიდგომა სისტემურად განიხილავს ფსიქოლოგიურ და სოციალურ
ფაქტორებს და მათ კომპლექსურ ინტერაქციას ჯანმრთელობის, ავადმყოფობისა და
ჯანდაცვის მიწოდების გაგების პროცესში“ (https://www.urmc.rochester.edu, თ. გ.) .
სოციალური მუშაკის როლი, როგორც სხვა ისევე ფსიქიკური ჯანმრთელობის
სფეროში „გულისხმობს მართვის, კოორდინაციის, საგანმანათლებლო,
საკონსულტაციო და კვლევით/ანალიტიკურ სამუშაოს“ (http://ssa.gov.ge/, თ. გ.) .
პირველ რიგში, აუციელბელია კარგად იქნას შესწავლილი პიროვნების
უფლებები, მოხდეს ფჯ 1 სწორი დიაგნოზირება, კარგად იქნას შეფასებული
საფრთხეები, რათა ეფექტური იყოს მკურნალობა. სოციალური მუშაკი
ინფორმირებულს ხდის ადამიანს მისი უფლებების შესახებ და რაც მთავარია უნდა
მიაწოდოს სწორი, ზუსტი ინფორმაცია მისი დაავადების შესახებ.
არსებობს უამრავი მითი საზოგადოებაში, რაც არასწორ სტერეოტიპებს
აყალიბებს. აქედან გამომდიანრე, სოციალური მუშაობის როლი ისეთ
საზოგადოებრივ აქტივობებში უნდა გამოიხატებოდეს, რომლის მიზანი იქნება
ხალხის ცნობიერების ამაღლება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში. ეს არის
გამოსავალი აღმოიფხვრას პრობლემა და სტიგმა იმის შესახებ, რომ ფსიქიკურად
დაავადებული ადამიანები, ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადაობისგან
იზოლირებულები უნდა იყვნენ.
იმისთვის, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ, საჭიროა ქვეყანაში არსებული ისეთი
პრობლემების მოგვარება, როგორიცაა, მაგალითად საქართველოს სახალხო
დამცველის ანგარიშისა და ევროპის საბჭოს 2013 წლის კვლევაში ასახული
ფაქტები, რომლებიც საქართველოში სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ
საავადმყოფოებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს შეეხება. სადაც
ვკითხულობთ, რომ “ეს დაწესებულებები, სამწუხაროდ, მკურნალობის და მოვლის
ხარისხობრივ სტანდარტებს ხშირად ვერ პასუხობს” (MoLHSA, 2014).

1 ფსიქიკური ჯანმრთელობა

4
საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასთან ერთად აუცილებელია ფჯ
პრობლემების მქონე ადამიანებს კარგად ესმოდეთ მათი უფლებები, რათა იყვნენ
დაცული ყოველგვარი დისკრიმინაციისგან და ქონდეთ შესაძლებლობა მოახდინონ
საკუთარი თავის რეალიზაცია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ფსიქიკური
აშლილობა ხდება სამსახურიდან გათავისუფლების, საცხოვრებლის დაკარგვის ან
თავისუფლების შეზღუდვის მიზეზი. სოციალური მუშაკის როლი აქაც
გამოიკვეთება. მას შეუძლია მოახდინოს ბენეფიციარის უფლებათა ადვოკატობა.
იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ფატალური შედეგები, აუცილებელია
სუიციდური რისკის შეფასება და მართვაც. ამისთვის, საჭიროა კარგად იქნეს
შესწავლილი ბენეფიციარის გენოგრამა, ასევე მისი როგორც მიკროსისტემა, ისე
მეზო და მაკრო, რათა კარგად დავინახოთ სად არის პრობლემა და ეფექტურად
გადავჭრათ ის.
თემის ბოლოს, ასევე, მინდა შევეხო ერთ საინტერესო ასპექტს. მსოფილიოს
არაერთ ქვეყანაში არსებობს კლინიკური სოციალური მუშაობის პრაქტიკა.
კლინიკური სოციალური მუშაობა სოციალური სამუშაოს სპეციალობითაა, რომელიც
ყურადღებას ამახვილებს შეფასების, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ფსიქიკური
ავადმყოფობის, ემოციურ და სხვა ქცევითი დარღვევების პრევენციის
შესახებ.ინდივიდუალური, ჯგუფური და ოჯახის თერაპია საერთო მკურნალობის
მეთოდებია.სოციალური მუშაკები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ მომსახურებას,
აუცილებელია ლიცენზირებული ან სერტიფიცირებული იყვნენ კლინიკურ დონეზე.
კლინიკური სოციალური მუშაკები ასრულებენ სხვადასხვა სახის მომსახურებას,
მათ შორის კერძო პრაქტიკა, საავადმყოფოები, სათემო ფსიქიკური ჯანმრთელობა,
პირველადი ჯანდაცვა და სააგენტოები (Clinical Social work, 2018) .
ფსიქიკური ჯანმრთელობა აქტუალური და პრობლემური თემაა. ამ სფეროში
სოციალური მუშაკის როლი შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ: „სოციალური და
ინტერპრესონალური ფუნქციების და უნარების გაუმჯობესება, დამოუკიდებელი
ცხოვრების უნარ-ჩვევების ხელშეწყობა, სიმპტომთა სიმწვავის შესუსტებაზე
მუშაობა, კომორბიდული მდგომარეობების მართვა, დაავადების მართვის უნარის

5
გაუმჯობესება, ბენეფიციარის და ოჯახისწევრების ფსიქოგანათლება
მდგომარეობასა და წამლებთან დაკავშირებით, თერაპიები, ოჯახის წევრების
მხარდაჭერა, დახმარება რესურსების ხელმისაწვდომობაში, უფლებების დაცვა და
ადვოკატობა“ (GIP, 2008) .

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ თოლორდავა
მარიამ თოლორდავა
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0