x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ზვიად გამსახურდია იბერო-კავკასიური ევროპის შესახებ
ზვიად გამსახურდია იბერო-კავკასიური ევროპის შესახებ


ცნობილი ნორვეგიელი სწავლული, მოგზაური, ეთნოგრაფი, ზოოლოგი, გეოგრაფი და მწერალი თურ ჰეიერდალი ძალიან იყო დაინტერესებული ქართველებით, საერთოდ კავკასიით და წერდა: "საქართველოს ისტორია თავის თავში ინახავს მსოფლიო ისტორიის საიდუმლოებებს. საქარველო და კავკასია ჩემი ლინგვისტური და ანთროპოლოგიური კვლევების მიხედვით ჩანს, რომ კულტურული თვალსაზრისით განსაკუთრებულ როლს თამაშობს მსოფლიო ცივილიზაციაში."

ზვიად გამახურდია, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ასევე გამორჩეული მკვლევარი გახლდათ. ის აღნიშნავდა შემდეგს: "დასავლურ ენათმეცნიერებაში და ანთოლოგიაში ჰუმბოლტის, ჯონსონის, კარსტის, ბლუმენბახის და სხვათა შრომები ნათელს ჰფენენ პალეოკავკასიური და პალეომედიტერანული იბერიული მოდგმის წინაისტორიას. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ წინაბერძნული და წინარე ინდო-ევროპული მოსახლეობა პირინეებისა, ხმელთაშუაზღვისა და ეგეოსის ზღვის აუზისა, ჩრდილო-დასავლეთ ევროპისა და მცირე აზიისა - იბერიული მოდგმისა იყო. ქართველმა მეცნიერებმა: ნიკო მარიმ, მიხეილ წერეთელმა, ტიტე მარგველაშვილმა, ივანე ჯავახიშვილმა, არნოლდ ჩიქობავამ და სხვებმა, კავკასიოლოგიისა და იბეროლოგიის მრავალ პრობლემას მოჰფინეს ნათელი, რასაც მუდამ ჩქმალავდნენ საბჭოურ-სტალინისტური მეცნიერების წარმომადგენელნი, აგრეთვე პროინდო-ევროპული მეცნიერების წარმომადგენელნი: პირველ რიგში "სუკ"-ის ნაფიცი მეცნიერი თამაზ გამყრელიძე, ვიაჩესლავ ივანოვი და სხვანი, რათა ქართველმა ერმა სწორად არ გააცნობიეროს თავისი ეთნოგენეზისი. თავისი ერთობა იბერო-კავკასიური და იბერო-პირინეული მოდგმის ხალხებთან. ამის მიზანია აგრეთვე, რომ ქართველ ერს შეუქმნან და ჩამოუყალიბონ ეროვნული არასრულფასოვნების, სიძაბუნის, გარიყულობის კომპლექსი და უფრო იოლად მოახდინონ მისი ასიმილაცია ანუ "ინტეგრაცია" თანამედროვე ენით რომ ვთქვათ."

"თუ გსურს ერი ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ წარსული უნდა დაავიწყო, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო, მედროვენი და მოღალატენი კი - გმირებად."



ზვიად გამსახურდია. ავტ: ბრუნო ვეფხვაძე


ზ. გამსახურდიას წინამდებარე ტექსტში საუბარი აქვს იმაზე, რაც უახლესი კვლევებით ირკვევა, კერძოდ ის, რომ დაახ. ძვ.წ. 70-ე საუკუნიდან ძვ.წ. მე-20 საუკუნემდე ევროპის კონტინენტი იბერო-კავკასიური მოდგმის ასობით სხვადასხვა ტომით და ხალხით გახლდათ დასახლებული. ევროპელ ეთნოსთა უმრავლესობა ამ 50 საუკუნის განმავლობაში წარმოადგენდნენ ერთ ოჯახს - იბერო-კავკასიურ ოჯახს, ისევე, როგორც ახლადანდელ ევროპელთა უმრავლესობა წარმოადგენს ერთ ოჯახს - ინდო-ევროპულს (არიულს). (იხ. იბერო-კავკასიური ევროპა). ამასვე ეთანხმება უკრაინელი პროფესორი, ენათმეცნიერი არტიომ ივანცოვი. ძვ.წ. მე-20 საუკუნიდან დაიწყო ევროპის კონტინენტის დომინანტურად ათვისება რუსეთის ტერიტორიებიდან შემოსული უამრავი ტომის მიერ, რომელთაც ცხენი მოიშინაურეს და ჰქონდათ საკმაოდ კარგად განვითარებული საბრძოლო კულტურა. ასევე თან მოიყოლეს ჭირის ეპიდემია, რასთანაც მათ იმუნიტეტს კარგი შემგუებლობა გააჩნდა, ხოლო დამხვდური ევროპელების ორგანიზმისთვის ეს დაავადება ჯერ კიდევ უცნობი იყო, რამაც გამოიწვია მისი სწრაფი გავრცელება და პანდემიად იქცა. განვითარდა თითქმის ისეთივე სცენარი, რაც ამერიკის ორ კონტინენტზე ევროპელთა გადასვლას მოჰყვა, კონტინენტურმა პანდემიამ, ომებმა და ასიმილაციურმა პროცესმა მოსული ინდო-ევროპელების თანდათანობითი გაბატონება გამოიწვია, ხოლო "ძველი ევროპის" იბერო-კავკასიური მოსახლეობა თანდათან უმცირესობაში მოექცა, ხოლო შემდგომში საერთოდ ასიმილირდა და დღეს მხოლოდ მამაკაცისა და ქალის ჰაპლოტიპური ხაზების სახით შემორჩნენ ევროპის მოსახლეობაში. პრაქტიკულად მათ მაინც ძალიან დიდი მონაწილეობა მიიღეს დღევანდელი ევროპელი ერების ჩამოყალიბებაში. მხოლოდ კუნძულებზე და მთებში მცხოვრებმა მოსახლეობამ შეინარჩუნა ე.წ. "ძველი ევროპის" ტრადიციები, ენა და ნაწილობრივ გენეტიკური ხაზებიც, მაგალითად ისე, როგორც ეს გააკეთეს ბასკებმა.


ზვიად გამსახურდია


აღსანიშნავია, რომ თავად ინდო-ევროპელების ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის იბერო-კავკასიელთა მოდგმას, რაც დაამტკიცა უახლესმა სამეცნიერო კვლევებმა (იხილეთ სტატიები ამის შესახებ: ქართულად; ინგლისურად) ამასვე ეთანხმება ზემოთხსენებული ენათმეცნიერი - არტიომ ივანცოვი და აცხადებს, რომ არავითარი "მითიური პროტო-ინდო-ევროპული ენა" არ არსებობდა და დღევანდელ ინდო-ევროპულ ენათა საერთო წინაპარი წინარე-ქართველური ენაა, რომელზე მოლაპარაკეებიც გავრცელებულნი იყვნენ როგორც სამხრეთ კავკასიის, ასევე მესოპოტამიის და ანატოლიის ტერიტორიებზეც, რომელთაც შემდგომში ძვ.წ. 70-ე საუკუნიდან დაიწყეს ევროპაში გავრცელება ანატოლიიდან (იხ. Neolithic, Bronze age and Iron age migrations around Europe) და მოედნენ მთელს კონტინენტს და ინარჩუნებდნენ მასზე დომინანტობას ძვ.წ. მე-20 საუკუნემდე. მეორე ნაწილი კი თითქმის იმავე პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიისკენ დაიძრა და დიდი მონაწილეობა მიიღო პროტო-ინდო-ევროპელ ხალხთა ფორმაციაში, რომელთაც შემდგომში წარმოქმნეს ე.წ. "იამნაიას კულტურა", საიდანაც დაახ. ძვ.წ. მე-20 საუკუნიდან დაიწყეს გავრცელება მთელ ევროპაში კელტური, გერმანიკული და სლავური ხალხების წინაპრებმა.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწილი მეორე)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
364
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0