x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნახეთ, რა ზემოქმედებას ახდენს კოკაინი პირის ღრუს ლორწოვან გარსზე

image


სრული კოშმარი!


იცოდით რომ კოკაინის სისტემატურად გამოყენებამ შეიძლება პირის ღრუ დააზიანოს? გამომცემლობა "Sun"–მა ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყო, იმასთან დაკავშირებით, თუ კოკაინის მოხმარებამ რა უმძიმესი შედეგები შეიძლება რომ გამოიწვიოს. ყველა ფოტო სამედიცინო ანგარიშებიდან არის აღებული.


image

როგორც ცნობილია, ნივთიერება პირის ღრუს შიგნიდან თითქმის მთლიანად ანადგურებს, რის გამოც ზედა ყბაზე ხვრელები ჩნდება. კოკაინი პირის ღრუს სისხლის მიმოქცევას, სისხლძარღვების შევიწროების გამო ბლოკავს, რაც საბოლოოდ ქსოვილების ლპობას იწვევს.


image


შედეგად ცხვირისა და პირის ღრუს შორის კედელი ქრება. ცხვირის ღრუში საკვების მოხვედრის შემთხვევაში კი, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამოწვევაც კი შეუძლია. ის ასევე, მეტყველების დარღვევებსაც იწვევს, რის გამოც ადამიანს ზოგიერთი ბგერის წარმოთქმა უძნელდება.


image

გარდა ამისა, კოკაინის კბილებსა და ღრძილებზე მოხვედრა არა მხოლოდ წყლულების გაჩენას, არამედ კბილების დაკარგვასაც იწვევს.


image


გაუფრთხილდით საკუთარ თავსა და ახლობლებს. გახსოვდეთ, უსაფრთხო ნარკოტიკი ბუნებაში არ არსებობს. ის მხოლოდ თქვენს ცხოვრებას ანგრევს.



0
158
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
158