x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
მარია ზოტოვა-მომხიბლველი და საშიში კარატისტი, რომელიც რუსეთის ჩემპიონი და შავი ქამრის მფლობელი გახდა

image მაშ ასე, იცნობდეთ ამ ლამაზ და მომხიბვლელ გოგონას, რომელიც მარია ზოტოვაა. მართალია ის სუსტი სქესის წარმომადგენელია, მაგრამ ნამდვილად არაა სპორტის "მშვიდობიანი" სახეობის მიმდევარი, მარია კარატისტია.
მას ბავშვობიდან მოყოლებული საკუთარი მამა ავარჯიშებს კარატეში. ახლახან კალინინგრადში ჩატარებულ რუსეთის ფედერაციის ჩემპიონატში კარატეში, 21 წლამდე ასაკის გოგონებს შორის, დამაჯერებლად გაიმარჯვა მარიამ და ჩემპიონის ტიტულთან ერთად ოფიციალურად მიიღო შავი ქამრის ტარების უფლება და ამასთანავე გახდა რუსეთის ეროვნული ნაკრების წევრი კარატისტ გოგონათა შორის.
ჩემპიონატში სულ მონაწილეობას იღებდა 900 მონაწილე, რომლებიც კალინინგრადში მიმდინარე ჩემპიონატში რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩავიდნენ 21 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ჩემპიონის ტიტულის მისაღებად.
ერთერთი მონაწილე სწორედ მარია გახლდათ, რომელიც რუსეთის სპორტის ოსტატია კარატეში, ჩემპიონატზე ნაჩვენები საბრძოლო ხელოვნების დახვეწილი ილეთების წყალობით ის გახდა რუსეთის ჩემპიონი და რუსეთის ეროვნული ნაკრების წევრიც.
საბრძოლო ხელოვნების სპეციალისტები მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. გოგონამ ჩემპიონატის მოგებისთანავე მიიღო შავი ქამრის ტარების ოფიციალური უფლება.
გოგონამ ჩემპიონატში გამარჯვება მიუძღვნა თავის მამას: "მადლობა საყვარელ მამას ჩემი მომზადებისათვის!"-წერს მარია "Instagram"-ის საკუთარ გვერდზე.
image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






















0
334
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
334