x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქსენია სობჩაკმა ნახევრად შიშველმა იცეკვა საკუთარ ქორწილში(ვიდეო)
imageცნობილმა რუსმა პოლიტიკოსმა(მათ შორის რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი) ჟურნალისტმა, საზოგადო მოღვაწემ და მსახიობმა, ქსენია სობჩაკმა ნახევრად შიშველმა იცეკვა საკუთარ ქორწილში.


ქსენია სობჩაკი ცოლად გაჰყვა თეატრალურ რეჟისორს კონსტანტინე ბოგომოლოვს. საკუთარ ქორწილში ქსენია სობჩაკმა მინი-შოუ მოაწყო.ვიდეო Telegram- Super-მა გამოაქვეყნა.


ნახევრადშიშველმა ქსენია სობჩაკმა ეროტიკული ცეკვა შეასრულა სიმღერაზე "Войди в меня, войди в мои сны"(შემოდი ჩემში, შემოდი ჩემს სიზმრებში), შემდეგ საწოლში დაწვა, რა დროსაც ორმა მოცეკვავე მამაკაცმა საწოლში მიუყვანა სობჩაკს ახალგამომცხვარი ქმარი.

image



აღსანიშნავია, რომ ორიდე დღის წინ სობჩაკმა აღიარა, რომ ქმარს- ვიქტორ ვიტორგანს ღალატობდა ბოგომოლოვთან.

"სიყვარული ერთადერთი გრძნობაა, რომლის გაკონტროლებაც არ შეგიძლია"-აღნიშნა სობჩაკმა.

სობჩაკმა ისიც აღნიშნა, რომ ცდილობდა ერთგული ყოფილიყო მაშინდელი ქმრის, თუმცა არ გამოსდიოდა.


"მე გულწრფელად ვცდილობდი, მაგრამ როგორც კი უკრძალავ შენს თავს რაიმეს, ცდილობ საკუთარი თავი ხელში აიყვანო..უფრო უარესი ხდება..ეს იყო ძალზე რთული პერიოდი, რომელსაც ყველა თავისებურად განვიცდიდით...ერთი შემიძლია ვთქვა:როდესაც მივხვდი, რომ ჩემს და კოსტიას(გულისხმობს ბოგომოლოვს)ურთიერთობა უფრო მეტი იყო, ვიდრე მეგობრული მიმოწერა, მაშინვე მაქსიმს გამოვუტყდი, მან უკვე ყველაფერი დიდი ხანია იცოდა."

image

ქსენია სობჩაკის პირადი ცხოვრების ქრონოლოგია ასეთია: 18 წლის ასაკში პირველი სერიოზული რომანი ჰქონდა «Феникс-Холдинг»-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ვიაჩესლავ ლეიბმანთან, იგი საქმროდაც განიხილებოდა, თუმცა იგი სკანდალურად ცნობილმა ბალერინამ ანასტასია ვოლოჩკოვამ "შეაწერა", რაც გახდა სობჩაკი-ვოლოჩკოვას ხანგრძლივი მტრობის მიზეზი(ერთი წელიც არ იქნება რაც შერიგდნენ)

2001 წლიდან ხვდებოდა სასტუმრო "Рэдиссон Славянская"-ს მფლობელს, მასზე 23 წლით უფროს უმარ ჯაბრაილოვს, შემდეგი პარტნიორი იყო რუსული წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი ალექსანდრე შუსტეროვიჩი, აპირებდა გათხოვებას, მაგრამ დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, საკუთარ დაბადების დღეზე-2005 წლის 5 ნოემბერს ცერემონია ჩაიშალა. მას შემდეგ სობჩაკს რომანი ჰქონდა რადიოსადგურ "Серебряный дождь"-ის დირექტორთან დიმიტრი სავიცკისთან, კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელ სერგეი კაპკოვთან და ოპოზიციურ პარტია„სოლიდარობის“ ლიდერ ილია იაშინთან. 2013 წლის 1 თებერვალს ცოლად გაჰყვა რეჟისორ მაქსიმ ვიტორგანს, დაშორდა 2018 წელს.

2019 წლის 13 სექტემბერს ოფიციალურად გააფორმა ურთიერთობა კონსტანტინე ბოგომოლოვთან.


0
406
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0