x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
თუ ურთიერთობა ვალდებულებების გარეშე გაქვს, ეს სამი წესი უნდა იცოდეთ
image


ყველა ქალს თავისი მოსაზრება აქვს იდეალურ ურთიერთობაზე: ზოგს სკოლის დამთავრების შემდეგ მაშინვე იზიდავს ოჯახის შექმნა, ზოგი კი 40 წლის ასაკშიც იცვლის მამაკაცებს წელიწადში ორჯერ. გასათვალისწინებელია, რომ სექსუალური პარტნიორების თავისუფლად არჩევამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს ორგანიზმზე, მიუხედავად ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობისა, გამომუშავდება ჰორმონები, რომელსაც შეუძლია ყველა გეგმა ჩაშალოს და ქალს თავი დააკარგვინოს და ვისთანაც ურთიერთობის გაგრძელება არ აქვს გეგმაში, სულ სხვა საფეხურზე გადაიყვანოს ურთიერთობა. რომელი წესები უნდა დაიცვათ, რომ საკუთარ და პარტნიორის ემოცოიებს სხვა მიმართულება არ მისცეთ?


მამაკაცს უნდა ესმოდეს, რომ არ გეგმავთ ურთიერთობის შემდგომ განვითარებას


შეიძლება თქვენი ინტიმური ურთიერთობა ზებუნებრივია, მამაკაციც ხელის გულზე გატარებთ, მაგრამ გარკვეული უნდა იყოს, რომ თქვენი ურთიერთობა საწოლს იქით არ წავა. არა მხოლოდ ქალები შეიძლება დაიტანჯონ უპასუხო სიყვარულით, ამიტომ არ ღირს მამაკაცისთვის იმედის მიცემა, რომელმაც შეიძლება დროდადრო თავი დაკარგოს და ხელი გთხოვოთ გაუთავებლად, გული და ყველაფერი, რისი თხოვნაც შესაძლებელია. როგორც ხვდებით, თავისუფალი სექსი აღარ იქნება ისეთი თავისუფალი.



არ იაროთ პაემნებზე


მოიქეცით "ცუდად"– თუ ურთიერთობის აწყობისას ტკბილი პერიოდი გარდაუვალია, თავისუფალ ურთიერთობებში რომანტიული შეხვედრები რესტორნის ვერანდაზე მხოლოდ არეულობას იწვევს. პირველ რიგში - მამაკაცი, რომელიც თავიდან განწყობილა დროის სასიამოვნოდ გატარებაზე, შეიძლება ფიქრობდეს, რომ სამომავლოდ რამეს გეგმავთ, ის კი ამისთვის მზად შეიძლება სულაც არ იყოს. ამ დროს უკვე გარდაუვალი იქნება ისეთი კითხვები, რომლებიც თქვენ არ გაწყობთ. მეორე - თქვენ თავად დაუახლოვდებით ნელ-ნელა ასეთ ადამიანს, რომელთანაც სერიოზულ ურთიერთობას არ გეგმავდით. იმისთვის, რომ არც ერთისთვის პრობლემები არ შექმნათ, რომანტიკულ შეხვედრებს მოერიდეთ.


არ არის აუცილებელი თქვენმა მეგობრებმა იცოდნენ თქვენი შეხვედრების შესახებ


ისევ და ისევ, გვერდი აუარეთ ისეთ მომენტებს, რომლებიც თქვენს ვინმესთან ურთიერთობებს წარმოაჩენენ, რადგან თქვენი პარტნიორის თქვენი მეგობრებისთვის გაცნობა ნიშნავს, რომ მას თქვენს სამყაროში უშვებთ. თუ ისე მოხდა, რომ თქვენ საერთო მეგობრები გყავთ, არ გააგებინოთ თქვენი ურთიერთობის შესახებ, რადგან ეს მხოლოდ თქვენ ორს გეხებათ და ზურგსუკან ჭორაობა არც ერთს არ გაწყობთ.







ასევე ნახეთ

5 ქვეყანა, სადაც ყველაზე ყოვლისშემძლე ( ტემპერამენტიანი) მამაკაცები ცხოვრობენ


სინამდვილეში რა სურთ მამაკაცებს


ამ შეცდომებს კაცი არასდროს გაპატიებთ


მამაკაცი ფორმაში: რატომ იხიბლებიან ქალები?


რამდენი ხანი უნდა გრძელდებოდეს იდეალური სექსი?


მამაკაცები ქალის ხმის ტემბრზე ჭკუიდან გადადიან

1
123
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
123
  
2019, 14 სექტემბერი, 17:11
ეს ქალები რა პროფესორები ხართ ხოლმე როცა საქმე კაცთან ურთიერთობას ეხება, პირდაპირ მიკვირს...
0 1 1