x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
გივიკოს პასუხები

image


გივიკო, რას გვაძლევს ქათამი?
– კვერცხს
– მართალია, მაგრამ ბევრი ქათამი?
– ბევრ კვერცხს
– მართალია, მაგრამ აბა მითხარი, რაზე გძინავს?
– დივანზე
– თავქვეშ რა გიდევს?
– ხელი
– კარგი, სხვანაირად გკითხავ. მამიკოს რაზე სძინავს?
– დედიკოზე
– თუ დედიკო სახლში არ არის?
– მანანა დეიდაზე
– კარგი, სხვანაირად გკითხავ: ბაბუას რაზე სძინავს?
– ტახტზე
– თავქვეშ რა უდევს?
– ბალიში
– ყოჩაღ, ბალიშს რომ მაგრად დაარტყა ხელი, რა გამოცვივდება?
– მტვერი
– კარგი, სხვანაირად გკითხავ: ბალიში რომ დანით გავჭრათ...
– ბაბუ დედებს გვიტირებს!
– დავუშვათ ვერ დაინახა. რომ გავჭრათ, რა გადმოცვივდება?
– ბუმბული
– ბრავო, გივიკო!!! ესე იგი, რას გვაძლევს ქათამი?
– კვერცხს..

0
72
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0