x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
მოსავლის მთვარე- 13 სექტემბერის ღამეს იშვიათი ფენომენის მომსწრე გავხდებით

image
დღეს გრანდიოზული მოვლენა - მოსავლის სავსემთვარეობაა. სავსემთვარეობა რწმენით უიღბლო პარასკევის 13 რიცხვში უკიდურესად იშვიათი მოვლენაა. სავსემთვარეობა პარასკევს, 13 რიცხვში საშუალოდ 20 წელიწადში ერთხელ ხდება.

ბოლოს, როდესაც პოლარული მთვარე აღინიშნა ამ უსიამოვნო თარიღზე, იყო 2000 წლის ოქტომბერში. შემდეგი ასეთი მოვლენა მოხდება მხოლოდ 30 წლის შემდეგ.

ასტრონომებმა გამოთვალეს, რომ მომდევნო სავსე მთვარე პარასკევის 13 რიცხვის მერე იქნება 2049 წლის 13 აგვისტოს. ლეგენდების და მითების მიხედევით შემოდგომის სავსე მთვარე ასოცირდება მოსავალთან და ამიტომ ამ დროის სავსე მთვარეს მოსავლის მთვარე ეწოდება.


იმისდა მიხედვით, თუ სად ცხოვრობთ, სავსე მთვარე პიკს მიაღწევს 13 სექტემბრის საღამოდან 14 სექტემბერმდე. ის საუკეთესოდ გამოჩნდება ცენტრალურ და წყნარი ოკეანის დროის ზონებში. სამწუხაროდ, აღმოსავლეთის დროის ზონაში მაცხოვრებლებს მოუწევთ მინიმუმ 00:33 საათამდე ლოდინი, რათა, სავსე მთვარეს დააკვირდნენ მთელი თავისი დიდებით.



ნასას თანამშრომლები და ასტრონომები მხოლოდ მიესალმებიან ამ მოვლენას და სექტემბრის სავსე მთვარეს საოცარ მოვლენას უწოდებენ. კარგი ამბავი ის არის, რომ მთვარე სამი დღის განმავლობაში სავსე იქნება. შეუიარაღებელი თვალისთვის მთვარე სანამ პიკს მიაღწევს, განსხვავებული იქნება.

ამ შემთხვევაში, მთვარე სადღაც 14 პროცენტით პატარა იქნება. ჩვენ მოგვიწევს ეგრეთ წოდებული მიკრო მთვარის ნახვა, რადგან, სანამ მთვარის ფაზა მაქსიმუმს მიაღწევს, მთვარის ბურთი დედამიწიდან ყველაზე შორეულ მანძილზე იქნება.

3
209
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
209
  
2019, 13 სექტემბერი, 23:36
ერთი საკმარისია ხოლმე ამ საიტზე თამო :)
2019, 13 სექტემბერი, 23:12
სხვადასვა ინფორმაციებია ისე ამ ფენომენზე დღეს გავრცელებული ალექს
2019, 13 სექტემბერი, 23:08
მეც ამაზე ვწერდიიი :D კიდევ კაი ვნახე
0 1 3