x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ალ-ქაიდას ლიდერი ამერიკას და რუსეთს ახალი ტერაქტებით ემუქრება

image
"ალ-ქაიდას" ლიდერი, აიმან აზ ზავაჰირი 11 სექტემბრის თავდასხმების წლისთავზე, ემუქრებბა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ახალი ტერორისტული შეტევებით. ამის შესახებ იტყობინება The Times of Israel-ი.

68 წლის აზ-ზავაჰირმა მუსლიმებს მოუწოდა შეტევა განხორციელონ შეერთებულ შტატების, ევროპის, ისრაელის და რუსეთის ობიექტებზე, რომელთა ინტერესები, მისი აზრით, მთელს მსოფლიოში ვრცელდება.


გარდა ამისა, "ალ-ქაიდას" ლიდერის მუქარა შეეხო მთელს მსოფლიოში მდებარე ამერიკულ ბაზებს. ტერორისტების ლიდერმა ასევე გააკრიტიკა განდგომილები, რომლებმაც ციხეში ყოფნისას უარყვეს ჯიჰადის იდეა.


შეგახსენებთ, რომ 2001 წლის 11 სექტემბრს შეერთებულ შტატებში მომხდარი ტერორისტული შეტევის შედეგად, სამი ათასი ადამიანი დაიღუპა და ექვსი ათასზე მეტი დაშავდა. ალ-ქაიდას წევრებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს და ნიუ იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ კოშკზე და პენტაგონზე ტერორისტული შეტევა განახორციელეს, ხოლო, ერთი ლაინერი ჩამოვარდა პენსილვანიის შტატის მინდორზე.


0
206
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0