x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ გამოვიყურებოდეთ იდეალურად ქუსლიანი ფეხსაცმლის გარეშე?
ქალები ხშირად არიან უკმაყოფილონი თავიანთი სხეულის გარკვეული ნაწილებითა თუ ფიგურით. ყველაზე მიმზიდველ ქალსაც კი ათჯერ ათვალიერების შემდეგ შეუძლია წუნი დასდოს და გარკვეული ხარვეზი იპოვოს საკუთარ გარეგნობაში - ვაიმე, რა მოკლე თითები მაქვს, არადა ოდნავ გრძელი რომ ყოფილიყო... რა უბედურებაა??... ზოგს ასკდება, მე კი მკერდი არ მაქვს; ფეხის სიგრძე არ მაწყენდა (ზომა არ იგულისხმება) და კიდევ რამდენი მსგავსი ფრაზა ისმის მათგან და ალბათ ბევრმა თავიც ამოიცნო. ასევე, ბევრ ქალს მიაჩნია, რომ თუ ქუსლიანი ფეხსაცმელი არ ჩაიცვა, მის ქალურობას და ელეგანტურობას ხაზი არ გაესმება, თუმცა ეს ასე არ არის. გოგონები, რომლებიც ისე გამოიყურებიან, როგორც ნამდვილი ქალბატონები, ყოველთვის იპყრობენ მამაკაცების ყურადღებას.



image



ჰოდა, დღევანდელ სტატიაში გასწავლით რამდენიმე ხრიკს, გარკვეული ტანსაცმელისა და ფეხსაცმელის მეშვეობით თუ როგორ გამოვიყურებოდეთ ელეგანტურად და მოხდენილად ქუსლიანი ფეხსაცმელების გარეშე.





1. მინი ბოლოკაბა და სპორტული ფეხსაცმელი კარგად ეხამება ერთმანეთს.image







2. გრძელი ბოლოკაბა და კედები კარგი კომბინაციაა.image






3. ასევე ფერებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ თქვენს ქალურობას ხაზი გაუსვას - გამოიყენეთ პასტელის ფერები, ბეჟი, ნუდი, თეთრი და ა, შ.image






4. გამოიყენეთ ასევე ბოლოკაბა ვეფხვის პრინტებით, რომელიც აუცილებლად ელეგანტურს გამოგაჩენთ.image






5. აუცილებლად გაუსვით ხაზი წელს, რომელიც ელეგანტურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტილია.image






6. დაიმახსოვრეთ, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელების გარეშე შეგიძლიათ ელეგანტურად გამოიყურებოდეთ, თუ აქსესუარებს მიაქცევთ ყურადღებას. მსუბუქი ჩანთა, ყელსახვევი და მარგალიტის მძივი, საუკეთესო ვარიანტია. image






7. კლასიკური შარვალი, ოღონდ არა ჯინსი... image






8. ასევე გამოიყენეთ მსგავსი ტიპის ფეხსაცმელი და "ტუფლი" "პაწუკა" ქუსლზე. image





0
222
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0